თეგებით ძიება

ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგია - შოთა ბურჯანაძე

6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას ეხმაურება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა სამუშაოებმა და ავიარეისების დამატებამ საქართველოში ტურისტებისა და შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

„კოვიდ პანდემიის შემდეგ რომ გაიზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და შემოსავლები ამის ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ ეს ზრდა გადადგმული ნაბიჯების გარეშე არ მომხდარა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვიდნენ, ასევე მნიშვნელოვანია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დამატებული ფრენები აზიიდან და ევროპიდან. შესაბამისად ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგიც გამოიღო და დღეს უკვე 2019 წელთან შედარებით გვაქვს 100 %-ზე მეტი ზრდა შემოსავლებში, რაც რა თქმა უნდა ამ გაწეული სამუშაოების შედეგია“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა