თეგებით ძიება
02. 08. 2023 სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე ოფიციალურად „უოტფორდის“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისურ „უოტფორდს“ შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, შესაბამისად, 24 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონს იჯარით ინგლისის ჩემპიონშიფში გაატარებს.

რამდენიმე დღის წინ ჩაკვეტაძე ახლოს იყო ფრანგულ „მეცში“ გადასვლასთან, მაგრამ ფრანგებმა მოსაფიქრებლად დრო მოითხოვეს, ყოყმანის გამო კი გიორგიმ „მეცს“ ინგლისური კლუბის პროექტი ამჯობინა. ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა, ინგლისელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ქართველი უოტფორდელთა მეოთხე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ტომ ინსის, რის ჰილის და ჯეკ ლივერმორის შემდეგ. „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამოდის, სადაც სეზონს 5 აგვისტოს, „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ მატჩით გახსნის. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელი ვალერიან ისმაელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა