8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ნეპტუნის გავლენის გამო, დღეს შეიძლება ყველაზე ერთგულმა მეგობარმა მოგატყუოთ. ზოგჯერ ჩვენს სიახლოვეს არიან ადამიანები, რომელთა ნამდვილ ხასიათს ძალიან გვიან ვამჩნევთ. გახსოვდეთ, რომ ცრუ მეგობრები უფრო საშიშია, ვიდრე აშკარა მტრები. თქვენს სახლში ყველაფერი მშვენივრადაა. ეცადეთ ამით ისარგებლოთ, რომ ყოველდღიური საზრუნავი ცოტა ხნით დაივიწყოთ.
კურო
ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ, მაგრამ შეგიძლიათ თანამშრომლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ ახალი, უფრო საინტერესო პროექტის დაწყებას გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღე დაიცადოთ.
ტყუპები
ამ დღეს პლუტონის გავლენა სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ ბნელი აზრებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების ნათელი მხარე დაინახოთ. შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და უპირველეს ყოვლისა, გრძნობებს ნუ აჰყვებით.
კირჩხიბი
ამ დღეს კრიტიკის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხართ, ვიდრე სხვა დროს. ეს კონსტრუქციული კრიტიკაა, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ და სამომავლოდ გაითვალისწინოთ.
ლომი
სამსახურში თქვენს შრომისმოყვარეობას და კეთილსინდისიერებას აფასებენ, თუმცა ამ დღეს შესაძლოა, უფროსის კრიტიკა დაიმსახუროთ. დაჯერება გიჭირთ, რომ მეგობარი თქვენზე ჭორებს ავრცელებს, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგებით. მას, ვინც ჭორებს ავრცელებს, სიმართლეზე მეტად პირადი ინტერესები ამოძრავებს. სცადეთ, დაელაპარაკოთ და მისი მოქმედების მოტივები გაიგოთ.
ქალწული
ფრთხილად იყავით და საკუთარ თავს სისუსტის უფლება არ მისცეთ, თორემ შეძლება გამოუსწორებელი შედეგები მიიღოთ. თუ დაოჯახებული ხართ და თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაში ეჭვი გეპარებათ, ეცადეთ ეს რთული პერიოდი გულწრფელი დიალოგით გადალახოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ბრწყინვალე იდეა გეწვიოთ და სანამ დაივიწყებთ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ.
სასწორი
უფრთხილდით ოჯახში ეჭვიანობას. გახსოვდეთ, ეს დროებითი სირთულეებია, რომლებსაც მალე დაძლევთ და აიცილებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც თქვენ გარშემო გროვდება. ეცადეთ, დრო გამონახოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
მორიელი
თქვენს ნიშანზე მარსის გავლენა იმაზე მეტყველებს, რომ საინტერესო ამბები გელით. ოცნების სამუშაო იპოვეთ და ცდილობთ საკუთარ შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. არ მოდუნდეთ, ეს თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ მსუბუქად მაინც ივარჯიშებთ ან, თუნდაც, ფეხით ივლით. ამ დღეს შეძლება თქვენს ცხოვრებაში უცნაური ადამიანი შემოვიდეს, რომელიც საკუთარ თავს ნათელმხილველს უწოდებს, თუმცა ეს უბრალოდ დაბნეული ადამიანია და მისი პროგნოზები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.
თხის რქა
მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ - ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც ინტრიგაში ჩაგითრიონ, რაც უამრავ პრობლემას მოგიტანთ.
მერწყული
ბოლოს და ბოლოს, მიიღებთ იმ აღიარებას, რომელსაც დიდი ხანია იმსახურებთ. ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელიც საკუთარი შრომითა და გამოცდილებით მოიპოვეთ. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. შეიძლება სიზმარში რაღაც იდეა გეწვიოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ.
თევზები
თუ კიბეზე ასვლის ან ჩქარი სიარულის დროს გულისცემა გიხშირდებათ, დროა ექიმს მიმართოთ. მეგობრებმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია ან პრაქტიკული რჩევა გთხოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ უახლოეს ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ.