თეგებით ძიება
11. 08. 2023 ბიზნესი

რომელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტს?

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348 461 374 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 661 999 720 (+57.9%) აშშ დოლარით.

მ 2023 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, წლის 1-ელ ნახევარში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 482.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ეს წლიურად ფაქტობრივად, 120,4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რუსი მოგზაურებისგან მიღებულმა შემოსავალმა 218.7 მლნ დოლარი შეადგინა.

2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

რუსეთი - 482.1 მლნ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნები - 343.9 მლნ დოლარი;

თურქეთი - 264 მლნ დოლარი;

ევროკავშირის ქვეყნები - 215.7 მლნ დოლარი;

ისრაელი - 148.2 მლნ დოლარი;

უკრაინა - 101.8 მლნ დოლარი;

სომხეთი - 67.3 მლნ დოლარი;

აზერბაიჯანი - 60.9 მლნ დოლარი;

ირანი - 50.1 მლნ დოლარი;

ბელარუსი - 48.4 მლნ დოლარი;

საუდის არაბეთი - 22.1 მლნ დოლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა