თეგებით ძიება

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღეა. დაწყებული საქმის დასრულებაში გაუთვალისწინებელი პრობლემები ხელს გიშლით. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და მთელი ძალისხმევა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისკენ მიმართოთ.

კურო

დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის განახლებაზე იზრუნოთ. როგორმე მოიშორეთ პარტნიორზე ან ახლობელ ადამიანებზე ზეწოლის ჩვევა. გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული კავშირის შენარჩუნებისთვის გადაწყვეტილებების ერთად მიღება უნდა ისწავლოთ.

ტყუპები

სავარაუდოდ, ამ დღეს თქვენთვის პირადი ინტერესები პროფესიულზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება. სამსახურში ბოლოდროინდელი ცვლილებები ახალ კარიერულ შესაძლებლობებს გაგიხსნით, თუმცა შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვათ, რადგან ახლა პირადი, ცხოვრების გარდა, ვერაფერზე ფიქრობთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ბედის საჩუქრებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ჯილდო დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის ან წარსული დამსახურებისთვის მიიღოთ. ეს დღე წარმატებული იქნება თუ შემოქმედებით საქმიანობას, განათლებას და პედაგოგიკას მიუძღვნით.

ლომი

სავარაუდოდ, ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენი საუკეთესო მეგობარი ან პარტნიორი გახდება. ხელსაყრელი დღეა საჯარო გამოსვლებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის, ამიტომ დასაოჯახებელ ლომებს გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ამ დღეს თვითკმაყოფილების შემოტევებს ებრძვით. ცდილობთ, თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და საკუთარ უპირატესობას ხაზი გაუსვათ ყველანაირად. გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობა დაინახოთ, თორემ შეიძლება მლიქვნელი ადამიანის იარაღად იქცეთ, რომელიც შეეცდება, საკუთარი ინტერესებისთვის გამოგიყენოთ.

სასწორი

თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმისკენ გიბიძგოთ. შეიძლება ვიღაცას იმაზე მეტს დაჰპირდეთ, ვიდრე შეგიძლიათ მისცეთ და ისეთ საქმეს შეეჭიდოთ, რომელშიც არაფერი გაგეგებათ.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, ამ დღეს მხოლოდ ძველი, კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს ბოროტი და შურიანი ადამიანების ჭორებმა და ინტრიგებმა თქვენი გაღიზიანება და აგრესიაც კი გამოიწვიოს. ეს, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და მტერთანაც კი კომპრომისი იპოვოთ. თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. ძველი მეგობარი სიამაყის გამო არ უნდა დაკარგოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსანი კაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. გირჩევთ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ და საღამოს მხიარული წვეულება ან სასიამოვნო დასვენება მოიწყოთ. რჩევა ლომს უნდა ჰკითხოთ - ასეთ საქმეებში ის პროფესიონალია.

თხის რქა

სავარაუდოდ, თქვენი ახლობლების წრე მკვეთრად შევიწროვდება. არავის განაწყენება არ გსურთ, მაგრამ იძულებული ხართ, მოიტყუოთ და სავარაუდოდ, ეს თქვენი მარტოობის მიზეზი გახდება. გირჩევთ საკუთარ „ნაჭუჭში არ ჩაიკეტოთ“ და პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბოთ. მათი მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ - არსებობს ტრავმის ან საკვებით მოწამვლის რისკი. მოერიდეთ ნათელმხილველებთან ურთიერთოობას, ჰიპნოზით მკურნალობას და ფსიქო-კორექტირებას. თავი შეიკავეთ ბნელ და უკაცრიელ ადგილებში სიარულისა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან.

თევზები

ახალი სამსახური, სავარაუდოდ, თევზების პიროვნების განვითარებას ხელს შეუწყობს. ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, ახალი გამოწვევებისთვის მოემზადოთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა