თეგებით ძიება

ფრთხილად, ახალმთვარეობაა - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს და დაინტერესებულ პირებს, რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს.

„დღეს, 16 აგვისტოს ახალმთვარეობაა. სასურველია, შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე, რომელიც რთულ პერიოდშია (26 აგვისტომდე). გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ხელშეკრულებების დადება.

მოერიდეთ ცეცხლოვან კერებს, ალკოჰოლს, ხორციან საკვებს, მით უმეტეს, ახლა მარიამობის მარხვა დაიწყო 28 აგვისტომდე, და შეძლებისდაგვარად ეცადეთ ხორცი მაინც ამოიღოთ და ასე იმარხულოთ, რადგან ეს თქვენს სულს და თქვენს ცხოვრებას ძალიან შეამსუბუქებს და მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ, მოკლედ ეს ყველამ კარგად იცის.

დალიეთ წყალი ინტენსიურად, დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ყლუპებით და ხშირად, ღამით ეცადეთ, ნუ დალევთ წყალს, რათა თირკმელებმა დაისვენოს. დროულად დაიძინეთ და ნუ გაათენებთ, ძილი მნიშვნელოვანია და მისი სიკეთეები მერწმუნეთ ძალიან გამოგადგებათ და დაგჭირდებათ!

დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, დაივიწყეთ წყენა, აპატიეთ ყველას, ამით ჩვენს სულს და ცხოვრებას გავითავისუფლებთ და როგორც პატრიარქმა გასცა კურთხევა მთელ საქართველოზე, შეგახსენებთ, „გაახარეთ ერთმანეთი ყოველდღიურად“, გაახარეთ თბილი სიტყვით, კარგი ამბით, უთხარით, რომ გიყვართ და გეამაყებათ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს… ცხოვრება წამიერია, ისედაც ხომ ვიცით… დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე,“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა