თეგებით ძიება

როგორ განდევნა დიდმა გამყინვარებამ ევროპიდან უძველესი ადამიანები?

„დიდი გამყინვარების ეპოქაში უძველესი ადამიანები ევროპიდან 200 000 წლის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ, თუმცა ისინი ადაპტირდნენ გარემო პირობებთან და უკან დაბრუნდნენ,“ - ნათქვამია ახალ კვლევაში. 

მეცნიერების თქმით, 1,1 მილიონი წლის წინანდელი ოკეანის ნალექები აჩვენებს, რომ ტემპერატურა მოულოდნელად 5C-ზე მეტად დაეცა. ჩვენი წინაპრები ვერ გადარჩნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ გათბობა ან თბილი ტანსაცმელი.

მეცნიერები ამ დრომდე თანხმდებოდნენ, რომ ადამიანები ევროპაში უწყვეტად არსებობდნენ 1,5 მილიონი წლის განმავლობაში. დიდი გამყინვარების დროინდელი მტკიცებულება ნაპოვნია ლისაბონის სანაპიროზე ზღვის ფსკერის ნალექებში. ფენები დეპონირდება ყოველწლიურად, რაც წარმოადგენს ამ პერიოდის ზღვის მდგომარეობის მონაცემებს. ისინი ასევე შეიცავს მიწის მცენარეულობის მტვრის მარცვლებს.

„უძველესი ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ კარგად ადაპტირებულნი ასეთ ექსტრემალურ პირობებთან გამკლავებისთვის. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მათ ამ დროისთვის ცეცხლის კონტროლიც კი შეეძლოთ. ამიტომ, ევროპის უკიდურესად ცივი და მშრალი პირობები და საკვების ნაკლებობა ადამიანის გადარჩენას  ართულებდა“, - თქვა ექსპერტმა აქსელ ტიმერმანმა.

ევროპაში, კერძოდ, დღევანდელ ესპანეთში, აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთები დაახლოებით 1,4 მილიონი წლის წინანდელია. მეცნიერების ვარაუდით, ადრეული ადამიანების სახეობა ჰომო ერექტუსი, რომელიც წარმოიშვა აფრიკაში, იმ დროს ევროპაში სამხრეთ-დასავლეთ აზიის გავლით ჩავიდა. 

საფუძვლიანი მიმოხილვის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ესპანეთში ადამიანი ჯერ კიდევ 1,1 მილიონი წლის წინ არსებობდა, 900 000 წლის შემდეგ კი, ქვის იარაღები და ადამიანის ნაკვალევი უძველეს თიხებში იპოვეს (ჰაპისბურგ, ნორფოლკი, ინგლისი). დაკარგული ნამარხი მტკიცებულებების გამო, გაურკვეველია, თუ რა სახეობის ადამიანები ცხოვრობდნენ ჰაპისბურგში, მაგრამ ევროპის სხვა ნაწილებში ნაპოვნი ნაშთების საფუძველზე ისინი შეიძლება იყვნენ უფრო მოწინავე სახეობა - ჰომოს წინამორბედი.

დიდი გამყინვარება იმ დროისთვის დასრულდა, როდესაც ადრეული ადამიანები ჰაპისბურგში გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მაინც უფრო მკაცრი სიცივე იდგა, ვიდრე დღეს ევროპის ამ ნაწილშია. ბრიტანეთის მუზეუმის პროფესორ ნიკ ეშტონის თქმით, მიჩნეულია, რომ ეს ადრეული ადამიანები საკმარისად იყვნენ ადაპტირებულნი გარემოს პირობებთან, რათა ევროპაში დარჩენილიყვნენ. 

„ამან შეიძლება განაპირობოს ევოლუციური ცვლილებები ადამიანებში, როგორიცაა სხეულში ცხიმის მომატება ან თმის გაზრდა, ასევე ისეთი ტექნოლოგიური განვითარება, როგორიცაა ნადირობისა და წმენდის უნარის გაუმჯობესება და უფრო ეფექტური ტანსაცმლისა და თავშესაფრების შექმნის უნარი“, - განაცხადა ნიკ ეშტონმა.

ბუნების ისტორიის მუზეუმის პროფესორ კრის სტრინგერის თქმით, შესაძლოა, სწორედ ამ მიღწევებმა მისცა ადამიანებს გამკლავებოდნენ ექსტრემალური სიცივის შემდგომ პერიოდებს და მას შემდეგ მუდმივად დაეკავებინათ ევროპის ნაწილები.

”ევროპა იყო ადამიანის ადაპტაციის ლაბორატორია. შესაძლოა უფრო ელასტიური სახეობა დაბრუნდა ევროპაში ან მათ უკეთესად გამოიმუშავეს თვითგადარჩენის უნარი. შესაძლოა სხვა სახეობას უფრო დახვეწილი ქცევა ჰქონდა, რამაც მათ გარემოსთან ადაპტაციის საშუალება მისცა”, - თქვა სტრინგერმა.

წყარო: https://www.bbc.com/news/science-environment-66331558


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა