უელსში რკინის ხანის ოქროს მონეტების განძი აღმოაჩინეს
უელსის მუზეუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ მკვლევარებმა, უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ ანგლსის მინდორში, ლითონის დეტექტორით 15 იშვიათი არტეფაქტი აღმოაჩინეს. ხელისუფლებამ ეს აღმოჩენა "განძად" შეაფასა.
მონეტები, რომლებიც ცნობილია როგორც სტატერები [ძველი ბერძნული მასის მონეტები], ჩვენს წელთაღრიცხვამდე 60-20 წლებით თარიღდება. მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია სინათლისა და ხელოვნების ღმერთი აპოლონი, ხოლო მეორეზე - ცხენი სიმბოლოებით. მკვლევარების აზრით, მათ სტილზე გავლენას ახდენს ფილიპ II-ის [ძველი მაკედონიის მეფე] მიერ გამოშვებული მაკედონიური ოქროს მონეტები.
ორმა მეგობარმა, პიტერ კოკტონმა და ლოიდ რობერტსმა, ხუთი მონეტა იპოვა.
„ისტორიის“ 14-წლიანი ძიების განმავლობაში, ჩემს სურვილების სიაში ოქროს სტატერის პოვნა ყოველთვის პრიორიტეტი იყო,“ - ამბობს რობერტსი. ის აღფრთოვანდა, როდესაც პირველი მონეტა იპოვა. პირველს მალევე მეორე მონეტა მოჰყვა, ხოლო მისმა მეგობარმა კოკტონმა კიდევ სამი აღმოაჩინა.
მონეტების კიდევ ერთმა მაძიებელმა ტიმ უოტსონმა ათ მონეტას მიაგნო. ”მოტივირებული ვიყავი, რომ ეს გამეკეთებინა მას შემდეგ, რაც მამაჩემმა პანდემიის დროს საკუთარი მცდელობები შეწყვიტა. მე რამდენჯერმე უშედეგოდ ჩავერთე ამ სფეროში, თუმცა ერთ საღამოს, ფაქტობრივად, ოქროს განძს მივაგენი. როდესაც ლითონის დეტექტორი განვაახლე, ამ მხარეში კიდევ ცხრა მონეტა ვიპოვე,“ - თქვა ტიმ უოტსონმა.
როგორც ბერძენი რეპორტიორი ნიშა ზაჰიდი წერს, „მოვლენების ეს თანმიმდევრობა ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ფრთხილი და აქტიური ადამიანების არსებობა ისტორიის ღირებული ნაწილების აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად“.
აღმოჩენების შემდეგ, Gwynedd Archaeological Trust-ის (რომელიც ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს უელსში) ექსპერტებმა აღნიშნული ადგილი იმ იმედით გამოიკვლიეს, რომ მეტს გაიგებდნენ იქ მონეტების არსებობის შესახებ.
"ეს განძი ჩრდილო-დასავლეთ უელსში არსებული მდიდარი არქეოლოგიური ლანდშაფტის ფანტასტიკური მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ვერ მოგვცა რაიმე მინიშნება მონეტების წარმოშობის შესახებ, აღმოჩენის ადგილი ცნობილი პრეისტორიული და ადრეული რომაული კულტურის არეალში მდებარეობს და გვეხმარება ამ რეგიონის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში", - ამბობს არქეოლოგი შონ დერბი.
მკვლევარების აზრით, მონეტებს კორიელტავის ტომი იყენებდა - ჯგუფი, რომელიც რკინის ხანაში ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინგლისის აღმოსავლეთ ცენტრალურ საგრაფოს უწოდებენ. მონეტები, სავარაუდოდ, როგორც ტრადიციული ვალუტა, არ მოქმედებდნენ. სამაგიეროდ, ისინი შესაძლოა გამოიყენებოდა „საჩუქრად ელიტებს შორის“ ან ღმერთებისთვის შესაწირად.
ოქროს მონეტებს კუნძულ ანგლსის მუზეუმი Oriel Môn შეისყიდის და მათ საჯარო გამოფენაზე წარადგენს.
წყარო:https://www.smithsonianmag.com/smart-news/ancient-welsh-gold-coins-a-first-from-the-iron-age-declared-treasure-180982730/