თეგებით ძიება

„ქვეყანას რომ სწორად აწყობილი სამსახურები ჰქონდეს, თვითონ მოიფიქრებდნენ, გადაწყვეტდნენ და უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების მუშაობას“ - დემურ გიორხელიძე

შეიძლებოდა თუ არა შოვის სტიქიის პროგნოზირება და სავალალო შედეგების თავიდან აცილება, სწორად იმოქმედა თუ არა ხელისუფლებამ და რა გვასწავლა შოვის ტრაგედიამ? ამ კითხვებით TIA.GE-მ ეკონომიკის ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს მიმართა.

- სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბის კატასტროფების პროგნოზი მსოფლიოში არ ხდება, თუმცა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექსტრემალურ სიტუაციებში კარგად აწყობილი სამსახურები არ აქვს, ცხადია. შოვის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება უცაბედი, ექსტრემალური და შეთხვევითი მოვლენებისთვის მზად არაა. სწორედ ეს შეიძლება იყოს ჩემი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ და არა ვერტმფრენის გაგზავნა თუ არგაგზავნა. ქვეყანას რომ სწორად აწყობილი სამსახურები ჰქონდეს, თვითონ მოიფიქრებდნენ, გადაწყვეტდნენ და უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების მუშაობას. ასეთ საქმეში მთავრობის გადაწყვეტილლება არ შეიძლება პროფესიული იყოს. სახელმწიფო სტრუქტურები იმიტომ გვჭირდება, რომ მათ თავიანთი უფლება-ვალდებულებების ფარგლებში პროფესიულად იმუშაონ. დღეს კი რა გამოდის? ექსტრემალურ-შემთხვევითი მოვლენის დროს ბედის ანაბარა უნდა ვიყოთ, რადგან ხელისუფლების და სახელმწიფო სტრუქტურების იმედი  ნულოვანია. 

- მოქალაქეები რამდენად არიან ექსტრემალური სიტუაციებისთვის მზად, იქნებ რაღაც საბაზო განათლება სკოლაშიც გვჭირდება?

- რა თქმა უნდა, მოქალაქეების მომზადებაც საჭიროა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ არა მარტო სტიქიური უბედურების, არამედ აგრესიის შემთხვევაში, რას ვაკეთებთ ამ დროს და ა.შ. მოკლედ, როცა სახელმწიფო გაქვს, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ, ყოველდღიური პროოფესიული თავის ტკივილია, რომ ყველა ნიუანსი გათვლილი გქონდეს. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ისეთ მთავრობას, რომელიც ასეთ საკითხებზე ზრუნავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა