19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ფიქრობთ, რომ მეგობარი ან კოლეგა რაღაცას არასწორად აკეთებს, შეცდომისკენ უნდა მიუთითოთ. დიახ, შეიძლება ეწყინოს, შეიძლება მტრადაც მოგეკიდოთ, მაგრამ მალე თქვენი პირდაპირობისა და პატიოსნებისთვის მადლობას გეტყვით და მოგიბოდიშებთ.
კურო
თუ თანამშრომელს ან ბიზნესპარტნიორს თქვენი ავტორიტეტი და სანდოობა აეჭვებს, გირჩევთ, ურთიერთობა გაარკვიოთ და თუ საჭიროა, გაწყვიტოთ კიდეც. კარგია, რომ მასზე დამოკიდებული არ ხართ, ამიტომ საქმიანობას მის გარეშე გააგრძელებთ.
ტყუპები
შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც ყველას სასტიკად და დაუნდობლად მოეჩვენება, მაგრამ ახლა ასეა საჭირო. ეცადეთ, საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ სხვა ადამიანების აზრი ნაკლებად გადარდებთ და ახლა რატომ უნდა შეიცვალოთ?
კირჩხიბი
შეიძლება, დაწყებული საქმის დროულად დასრულებას ვერ ასწრებთ, მაგრამ ამის გამო ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თუ წესებს ყოველ ნაბიჯზე არ დაიცავთ, დღის ბოლოს საკუთარი მიზნისგან იმაზე შორს იქნებით, ვიდრე აქამდე იყავით.
ლომი
თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ფულს იხდის, ამიტომ ცუდად შესრულებულ სამუშაოს ან ცუდ მომსახურებას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებით. შეგიძლიათ გარშემო მყოფი ადამიანებისგან საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება მოითხოვოთ. სხვა დამოკიდებულება, უბრალოდ, არ შეგეფერებათ.
ქალწული
რაც უფრო მეტად გაშინებენ ვირუსებით, გლობალური დათბობით თუ ეკონომიკური კრიზისით, უფრო მეტად უნდა გაიცინოთ და სრულფასოვნად იცხოვროთ. რა თქმა უნდა, დედამიწაზე უამრავი პრობლემაა, მაგრამ ის მაინც მშვენიერი ადგილია და საცხოვრებლად უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ასე რომ, წარბი გახსენით და ცხოვრება შეირგეთ.
სასწორი
თუ ინტუიცია გკარნახობთ, რომ კოლეგის ნათქვამს ეჭვით შეხედოთ, ასეც უნდა მოიქცეთ. ამ დღეს ინტუიცია ნამდვილად არ გატყუებთ და სავარაუდოდ, დაეჭვების მიზეზიც არსებობს. თუ შეძლებთ, დღის მეორე ნახევარში მოინახულეთ ნათესავები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. სავარაუდოდ, მათგან ერთ-ერთს თქვენი დახმარება სჭირდება.
მორიელი
შეიძლება, ამ დღეს რაღაც მაცდური და სასიამოვნო უფასოდ შემოგთავაზონ, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს, ამიტომ ცდუნებას უნდა გაუძლოთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც გასწავლით, რა გჭირდება -, ეს თქვენზე კარგად არავინ იცის.
მშვილდოსანი
თქვენი ოჯახის წევრებს და მეგობრებს უნდა ესმოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ გეკუთვნით და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც მხოლოდ თქვენი მისაღებია.
თხის რქა
ამ დღეს დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა საკუთარ შიშებს და შინაგან შფოთვას გაუმკლავდეთ. თუმცა თვის ბოლოს ამ დღეს რომ გაიხსენებთ გაგეცინებათ, იმდენად უმნიშვნელო საკითხის გამო ღელავდით.
მერწყული
ახლა იმის დრო არ არის, რომ ნაზი და მგრძნობიარე იყოთ. პრობლემები, რომლებიც დღეს უნდა გადაწყვიტოთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. ამ დღეს მხოლოდ ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ, რაც არ უნდა აღიზიანებდეს ეს ზოგიერთს.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ხელიდან არ გაუშვათ საუკეთესო შანსი - დღეს წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, საქმიანი შეხვედრები, ახალი წინადადების განხილვა - განსაკუთრებით სამუშაოსთან და სამედიცინო თემებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ეს არის ზუსტად ის, რაც თქვენ ამ მომენტში ძალიან გჭირდებათ.