გაფრთხილდით, შეიძლება ფული დაკარგოთ - მიხეილ ცაგარელის რჩევები
დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რაც ზოდიაქოს ნიშნებზეც უარყოფითად აისახება.
ვერძი
სახლის საქმეები ძალიან ბევრ დროს წაგართმევთ. შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი ცოდნის ან ინფორმაციის მიღება. ამ პერიოდში დამყარებული რომანტიკული კავშირი თქვენს იმედებს მომავალში ვერ გაამართლებს.
კურო
საეჭვო პროექტებში მონაწილეობა არ მიიღოთ. შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ საყვარელმა ადამიანმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირე ცვლილებებსაც კი სათანადო ყურადღება მიაქციეთ და დროულად ჩაიტარეთ მკურნალობა. მოგზაურობა გადადეთ.
ტყუპები
ჯგუფურად მუშაობა მეტად პერსპექტიული აღმოჩნდება. მეგობრებმა შესაძლოა გაიძულონ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც შემდგომი უსიამოვნებების მიზეზი გახდება. უეცარი იდეები, ან შეხვედრები სრულიად აგირევთ ადრე დასახულ გეგმებს.
კირჩხიბი – ფინანსური დანაკარგების კვირაა. ეცადეთ სწორად გაერკვეთ პრიორიტეტებში, მოერიდოთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან ნებისმიერი ინვესტიცია საბოლოოდ მარცხით დასრულდება. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა.
ლომი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. ვერ მიიღებთ იმ ანაზღაურებას, რომელსაც ელოდით, რაც სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას. არ ღირს პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან კამათი, რადგან ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგს და მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეიქმნით.
ქალწული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, არ აჰყვეთ სხვათა ავანტიურას, რათა არ მოექცეთ მათი გავლენის ქვეშ და არ ჩაებათ საეჭვო გარიგებებში. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რადგან მაღალია ხელმძღვანელებთან და საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტების ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა.
სასწორი
კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და ჩანაფიქრების განსახორციელებლად. მეგობრებთან ხშირი შეხვედრისას შესაძლოა ახალი ადამიანით მოიხიბლოთ და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყოთ. მოგზაუორბისას და გადაადგილებებისას მეტად თავდაჯერებული გახდებით.
მორიელი
გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი. დადებითი განწყობით და მომხიბვლელობით, გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შეძლებთ საქმიანი კავშირების აღდგენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საყვარელი ადამიანი კვლავინდებურად გაგახარებთ ურთიერთგაგებით და ერთგულებით.
მშვილდოსანი
გაიზრდება გადაადგილებებისა და კონტაქტების რაოდენობა, გაიცნობთ და დაუახლოვდებით ახალ ადამიანებს. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობების დროებით გაცივების გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან სიტუაციას ადვილად გამოასწორებთ.
თხის რქა
ბევრ დროს წაგართმევთ ადრე დაწყებული და დაუსრულებელი საქმეების მოგვარება. რისკსა და სულსწრაფობას ერიდეთ. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობაში, სჯობს დათმობაზე წახვიდეთ. მოგზაურობა კი დროებით სჯობს გადადოთ.
მერწყული
შემოქმედებითი მიდგომა და შინაგანი ძალა დაგეხმარებათ გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში. ახალ პროექტებში რისკი და სიჩქარე გაუმართლებელია. ნუ აჰყვებით ემოციებს და ურთიერთობებში აკონტროლეთ ყველა სიტყვა. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
თევზები
კომფორტისა და სიმშვიდის მოთხოვნილება გიბიძგებთ თავისუფალი დრო გაატაროთ სახლში. ჩვეულებრივი ყოფიერი წვრილმანები არა მარტო სიამოვნებას მოგგვრით, არამედ ფსიქოლოგიურ განტვირთვასაც მოგცემთ. სამუშაოს ადვილად გაართმევთ თავს. სასიყვარულო კავშირი აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების სტიმულად იქცევა.