თეგებით ძიება

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?

ვერძი

ვერძი ამაყობს თავისი კარიერით და გულმოდგინედ მუშაობს, მაგრამ ნანობს, რომ ბევრ დროს კარგავს სამსახურზე და ცოტას ისვენებს; ნანობს, რომ იძულებულია გადადოს თავისი სურვილები და ოცნებები. ვერძებო, ნუ ელოდებით, იცხოვრეთ აქ და ახლა!

 

კურო

კურო ნანობს, რომ ბევრ დროს კარგავს არასწორ ადამიანებზე, არახელსაყრელ რომანტიკულ და მეგობრულ ურთიერთობებზე; ნანობს, რომ მისი სტანდარტები და მოთხოვნები იმდენად დაბალია, რომ საკუთარ თავს ნებას აძლევს, ბევრად ცუდად მოეპყრონ, ვიდრე ამას იმსახურებს.

 

ტყუპი

ტყუპი ნანობს, რომ არ აკეთებს იმას, რაც ნამდვილად აინტერესებს. ნანობს, რომ არჩევანს აკეთებს სხვა ადამიანების გავლენით – იმის ნაცვლად, რომ აირჩიოს ის, რაც ნამდვილად ბედნიერს გახდის. ნანობს, რომ წავიდა იმ გზით, რომელიც უნდა გაევლო და არა იმ გზით, რომელიც, მისი აზრით, სურდა, რომ გაევლო.

 

კირჩხიბი

კირჩხიბის ყურადღების ცენტრში სიყვარულია მოქცეული. მთელ დროს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ადამიანის ძებნაში ატარებს და თუ იპოვა ასეთი ადამიანი, სულ მის გვერდით იმყოფება. მაგრამ ფრთხილად! ნუ ჩამოშორდებით მეგობრებს, ნუ დაკარგავთ მათ, თორემ საბოლოოდ ინანებთ!

 

ლომი

ლომი ნანობს, რომ ძალიან ცუდად ექცეოდა საკუთარ თავს, ემოციებს გულში იხშობდა და არავის უზიარებდა. ნანობს, რომ ამას დიდხანს ითმენდა და არავის აძლევდა საშუალებას, ამის შესახებ სცოდნოდა.

 

ქალწული

ქალწული ნანობს, რომ ძალიან დიდი დრო დაუთმო მასზე ნათქვამი თითოეული სიტყვის ანალიზს. ნანობს, რომ ნერვიულობდა და თავში ხელახლა ატრიალებდა უხერხულ მომენტებს. ნანობს, რომ უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვის აზრს მაშინ, როცა მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრებაა.

 

სასწორი

სასწორი ნანობს ყველა გეგმაზე, რომელიც გვერდზე გადადო; ყველა პაემანზე, რომელზეც შეგნებულად არ წავიდა; ყველა საღამოზე, რომელზეც უარი თქვა უამრავი საქმის გამო; ნანობს, რომ სახლში დარჩა იმის ნაცვლად, რომ ემოქმედა და მთელი ცხოვრების შთამბეჭდავი მოგონებები შეექმნა.

 

მორიელი

მორიელი ნანობს, თუ როგორ ექცეოდა საკუთარ მშობლებს; ნანობს, რომ მათთან მეტი დრო არ გაატარა, გამოტოვა ოჯახური საღამოები, ნათესავების დაბადების დღეები; ნანობს, რომ ძალიან დაშორდა თავის აღმზრდელებს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი უამრავ დროს ატარებს გართობაში და მუშაობას ვერ ასწრებს. მას შეიძლება საკმარისი ფული ჰქონდეს, რომ უახლოეს პერიოდში თავი გაიტანოს, მაგრამ თუ საოცნებო სამუშაოს მიზანმიმართულად არ მოძებნის, ვერასდროს იპოვის. თუ საკუთარ ოცნებას ხელიდან გაუშვებს, ამაზე ინანებს.

 

თხის რქა

თხის რქა ნანობს, რომ ცხოვრებას ძალზე სერიოზულად აღიქვამს. ის ზრდასრულ ცხოვრებაში შეიჭრა და საკუთარი საუკეთესო წლები ტყუილუბრალოდ დაკარგა. კარგია, რომ ის პასუხისმგებლობით აღსავსე ზრდასრულია, მაგრამ ხანდახან საჭიროა მოდუნება და დასვენება.

 

მერწყული

მერწყული ნანობს, რომ თავის თავზე არ ზრუნავს. თუ კმაყოფილია საკუთარი სხეულით, მაინც უნდა ივარჯიშოს. თუ კმაყოფილია საკუთარი სახით, მაინც უნდა შეიძინოს სახის კანის მოვლის საუკეთესო საშუალება. რაც უფრო ადრე დაიწყებს საკუთარი თავის მოვლას, მით უფრო კარგად იგრძნობს თავს.

 

თევზები

თევზები ნანობს იმაზე, რაც არ გააკეთა. მეგობრებთან შეხვედრებზე, რომლებიც გააუქმა; ნანობს ტატუზე, რომელიც არ გაიკეთა; პაემანზე, რომელზეც ვერ შეთანხმდა, რადგან მოერიდა იმის მიწვევა, ვინც მოსწონს; ნანობს საკუთარი შიშის გამო, რომ ამდენი შანსი გაუშვა ხელიდან.

 

წყარო: sputnik-georgia.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა