თეგებით ძიება

რატომ ჩნდება ხალები და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ დერმატოლოგს?

ხალი კანის წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე წარმოიქმნას.

ხალები წარმოიქმნება, მაშინ, როდესაც კანის პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, რომელსაც მელანოციტები ეწოდება, ზედაპირზე გაფანტვის ნაცვლად ერთად გროვდებიან.

ხალების უმეტესობა ჩვენი სხეულის იმ ნაწილზე ჩნდება, რომელსაც ყველაზე მეტად ხვდება მზის სხივები. ამიტომ, დიდი ალბათობით, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მზეზე, მით მეტი ხალი გექნებათ.

ხალების უმეტესობა, ადამიანს 20 წლამდე უჩნდება. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევთ, ჩვეულებრივ სხეულზე 10-დან 40-მდე ხალი გაქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს თმიანი და წლების მატებასთან ერთად, შეიცვალოს -გაიზარდოს ზომაში, შეიცვალოს ფერი და ა.შ. თუმცა, სხვა შემთხვევებში, თქვენ ვერასდროს შეამჩნევთ ცვლილებებს.

მზეზე ყოფნის შემდეგ, ხალები შეიძლება გამუქდეს. ეს, ასევე შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს, ჰორმონალური ცვლილებების გამო.

როდის უნდა დავაკვირდეთ ხალებს?

მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდებულია მათი დიაგნოსტიკა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.

თქვენ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, თუ შეამჩნევთ, რომ:

ერთი ხალი განსხვავებულად გამოიყურება სხეულზე არსებული სხვა ხალებისგან.

გაჩნდა 30 წლის შემდეგ.

ზოგჯერ გექავებათ ან აღინიშნება სისხლდენა.

მისი ფერი არ არის თანაბარი.

მისი ერთი ნაწილი განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე მეორე.

მისი დიამეტრი უფრო დიდია, ვიდრე ფანქრის საშლელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა