დალიეთ გაღვიძებისთანავე ცივი წყალი - იაპონური მედიცინა, რომელიც სასწაულებს ახდენს
გიფიქრიათ ისეთი წამლის შესახებ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და აბსოლუტურად ყველა დაავადებას განკურნავდა? რა თქმა უნდა, ბუნებაში აუცილებლად იარსებებს ასეთი საშუალება. ბუნება ხომ საუკეთესო მკურნალია.
იაპონელმა მეცნიერებმაც ბევრი იფიქრეს და ბოლოს აღმოაჩინეს ერთი მარტივი საშუალება. პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე არის – წყალი, სიცოცხლის ელექსირი.
ალბათ იტყვით, წყალს ხომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი სვამს, რაშია მეცნიერების აღმოჩენის განსაკუთრებულობაო? საუკუნოვანმა იაპონურმა სახალხო მედიცინამ შემოინახა წყლის უზმოზე სმის ტრადიცია. თითქმის ყველა იაპონელი დილით გაღვიძებისთანავე სვამს 4 ჭიქა ცივ წყალს.
უზმოზე, მანამ სანამ კბილებს გაიხეხავთ, აუცილებლად დალიეთ 4 ჭიქა 160-160 მლ წყალი. ამის შემდეგ გაიხეხეთ კბილები და 45 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ.
გახსოვდეთ!!! არ დალიოთ წყალი ჭამიდან 2 საათის განმავლობაში. უმჯობესია დალიოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
თუ ავად ხართ ან უბრალოდ არ შეგიძლიათ აღნიშნული ოდენობის წყლის დალევა, მაშინ თავდაპირველად დაიწყეთ ერთი ჭიქით და ნელ-ნელა გაზარდეთ ოთხამდე.
ეს მეთოდი ენერგიით აგავსებთ და დაგეხმარებათ იმ დაავადებებისგან გათავისუფლდეთ, რომელიც გაწუხებთ. თვალი გადაავლეთ ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალს – რამდენი დღეა საჭირო ამ თუ იმ ავადმყოფობის სამკურნალოდ.
ყაბზობა – 10 დღე
გასტრიტი – 10 დღე
დიარეა – 10 დღე
მაღალი არტერიული წნევა –30 დღე
დიაბეტი – 30 დღე
ეს მეთოდი რეკომენდირებულია არა მხოლოდ რაიმე სახის დაავადების სამკურნალოდ, არამედ მთელს ორგანიზმში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრების მანძილზე.
შენიშვნა : თუ ართრიტით იტანჯებით, მკურნალობა შემდეგნაირად ჩაიტარეთ – ერთი კვირა მიიღეთ უზმოზე წყალი, შემდეგი ერთი კვირა დაისვენეთ, მომდევნო კვირას ისევ გაიმეორეთ და ა. შ. ამას არანაირი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
დაიწყეთ ამ მეთოდის გამოყენება ხვალიდანვე და ხელი შეუწყეთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას!
თუ წყლის უზმოზე დალევას თქვენი ცხოვრების ყოველდღიურ მოქმედებად გახდით, დარწმუნებული იყავით რომ:
არ მოიმატებთ წონაში
არ შეგაწუხებთ თავის ტკივილი
თქვენი ორგანიზმი სუფთა იქნება მავნე ნივთიერებებისგან
გაგიძლიერდებათ იმუნური სისტემა
თქვენი კანი ძალიან გვიან დაიწყებს დაბერებას
მგონი საკმარისი მიზეზებია რომ დაიწყოთ წყლის სმა დილაობით. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც. დაეხმარეთ მათაც შეიტყონ მაგიური ‘წამლის’ შესახებ.
წყარო: genius.ge