თეგებით ძიება

„რა დაუშავა ჩვენს ერუდიტს ნესტან-დარეჯანმა?ზოგი მეფეებს უტევს, ზოგიც ლიტერატურულ პერსონაჟებს“ - ამირან სალუქვაძე

„რა დაუშავა ჩვენს ერუდიტს ნესტან-დარეჯანმა? ზოგი მეფეებს უტევს, ზოგიც ლიტერატურულ პერსონაჟებს“ - ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გადაცემა „სად რა როდის?“ მოაზროვნისა და პირველი მაგისტრის, გიორგი ბაქრაძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:

„რა დაუშავა ჩვენს ერუდიტს ნესტან-დარეჯანმა?

ზოგი მეფეებს უტევს, ზოგიც ლიტერატურულ პერსონაჟებს.

ალბათ, ტარიელის და ნესტანის გარჩევები (დიალოგი) ყველას თავისებურად ესმის. ეს არაა პრობლემა

სხვა კითხვა გამოჩნდა. ბატონი ბაქრაძე ამბობს, რომ ბავშვმა ნესტანზე წერის დროს, პარტიის გენერალური ხაზი უნდა დაიცვასო. რომელ პარტიას აქვს გენერალური ხაზი დაწესებული ნესტანთან დაკავშირებით და სად წაიკითხა?

დაირაზმებიან ახლანდასაცავად. არადა, კითხვაზე პასუხი მაინტერესებს“ - წერს ამირან სალუქვაძე.

გიორგი ბაქრაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა: "სკოლაში კრიტიკულ აზროვნებას უთმობენ მნიშვნელოვან როლს. მე დიდ პრობლემად მიმაჩნია ჩვენთან, ქართულში თემების წერა. თემების წერა ცუდი იდეა არაა, გაძლევენ პერსონაჟს და უნდა დაწერო მისი სახე. მაგრამ ჩვენთან არის ასეთი სტანდარტი, რომ პარტიის გენერალურ ხაზს უნდა გაჰყვე.  თუ ნესტან-დარეჯანზე წერ, უნდა თქვა ლამაზი, კარგი... რომელიც სინამდვილეში ცუდი ადამიანია, მოდი ვაღიაროთ. ძალიან დიდი ბოდიში, ყველასთან. მაგრამ ეს რომ ბავშვმა დაწეროს სკოლაში კარგ ნიშანს ვერ მიიღებს. მასწავლებელი უნდა აფასებდეს არა შინაარსს, არამედ არგუმენტს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა