თეგებით ძიება

მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია - კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.

"პოლიტიკოსები კრიტიკოსები არიან, პირადად არ ვიღებ ნამდვილად არაფერს, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ. მივიჩნევი, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. არის საგზაო რუკა გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი. თუ მთავრობის და პოლიტიკის შემქმნელები ამ საგზაო რუკას გაჰყვებიან, რაც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცესს გაჰყვებიან, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც კრიტიკული ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, რომ შემდეგ გადავიდნენ სულ მცირე შემდეგ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობისა. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოების შესასრულებლად, რეფორმები რთულია და ეს ყველამ იცის.

სამწუხაროდ, ვთვლი, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ქართველები შეჩვეული არიან ამ პრორუსულ დეზინფორმაციის კამპანიას, მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებისთვის ჭეშმარიტება ხელმისაწვდომია, მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ჩემზე კომენტარს აკეთებს და ამას ნამდვილად ვერ მივიღებ პირადულად, თუმცა მივიჩნევ რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია ეს ადამიები გვერდით უნდა გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ და არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლის. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციისა და ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას,მ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის", - თქვა კელი დეგნანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა