„ღმერთმა კიდევ ერთხელ მაჩუქა შენი სიცოცხლე...“ - ნინი ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიას
მომღერალი, ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში დედის, ხათუნა ჟორდანიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ღმერთმა კიდევ ერთხელ მაჩუქა შენი სიცოცხლე, – პირველივე დღიდან მჯერა, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და აი შედეგი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის”, – წერს ნინი.