თეგებით ძიება

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შეიძლება დღე უსიამოვნოდ დაიწყოს, მაგრამ თანდათან დადებითი ტენდენციების გავლენა გაიზრდება. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობს და ისეთ საქმეებს შეეჭიდება, რომლებთან მიახლოებასაც ვერ ბედავდა.

სასიამოვნო ნაცნობობა და მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრები გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად - ეს როგორც მეგობრულ, ისე რომანტიკულ კავშირს ეხება.

კურო

ეს დღე კარგად ჩაივლის, თუ თავად არ გააფუჭებთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმეთ. რთული ვითარების განმუხტვაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

გამორიცხული არ არის ფინანსური სირთულეები, ამიტომ სპონტანურ შესყიდვებს და დაუგეგმავ ხარჯებს უნდა ერიდოთ.

ტყუპები

შესანიშნავი იდეები გაქვთ და მალე მათი განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. თუ გზაზე დაბრკოლებები შეგხვდებათ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ გადალახვაში დაგეხმარებიან.

ხელსაყრელი დღეა სპორტის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. გირჩევთ, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და დახმარება შესთავაზოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ბევრს მიაღწევთ. ამ დღეს რთულ, ჩახლართულ სიტუაციაში გარკვევას შეძლებთ და შემდგომ ქმედებებს დაგეგმავთ. თქვენთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა, ამიტომ ადამიანებს იზიდავთ.

სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა სიმპათიაში გადაიზრდება, თუმცა ეს ხანმოკლე ურთიერთობაა.

ლომი

დღე საკმაოდ რთული დღეა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ეცადეთ, არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ - შეცდომებს მხოლოდ ასე აიცილებთ. შეჩერება და დასვენება გსურთ, მაგრამ სიტუაცია ამის საშუალებას არ გაძლევთ.

მოერიდეთ ფინანსური და ქონებრივი საკითხების გადაჭრას და ფულის ფლანგვას, თორემ შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ - სავარაუდოდ, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და მათი გამოყენება უნდა შეძლოთ. შესაძლოა, უიმედო საქმეების დასრულებაც კი მოახერხოთ.

დღის მეორე ნახევარში იღბლიანი დამთხვევები, ბედის მოულოდნელი საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

სასწორები

ამ დღეს განვითარებული მოვლენები თქვენი ცხოვრების მომდევნო რამდენიმე კვირაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. არ არის გამორიცხული ოჯახური კონფლიქტი ან მეგობართან კამათი. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და ისეთი რამ არ გააკეთოთ, რასაც ინანებთ.

მოსალოდნელია ფინანსური ზარალი ან წარუმატებელი შესყიდვები, ამიტომ ფინანსური ოპერაციებისგან თავის შეკავება ჯობს.

მორიელი

მოულოდნელი შემთხვევა საშუალებას მოგცემთ საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. მოსალოდნელია წარმატებული შესყიდვები და მოგებიანი გარიგებები.

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, ამიტომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გემუქრებათ.

მშვილდოსანი

ყოველმხრვ ხელსაყრელი დღეა. დადებითი ტენდენციების გავლენას ყოველ ნაბიჯზე გრძნობთ. მოსალოდნელია ძველი ნაცნობების ან მონატრებული ნათესავების მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ვიზიტი.

ძლიერი გრძნობა გაიძულებთ, რომ სამყაროს ახალი თვალით შეხედოთ. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საშუალება გექნებათ, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთები შეიძინოთ. გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება საყოფაცხოვრებო ტექნიკას მიაქციოთ.

თხის რქა

ამ დღის მოვლენები ძალიან გაგახარებთ. საშუალება გექნებათ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან დრო კარგად გაატაროთ და სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ.

თუ საინტერესო ბიზნესიდეა გაქვთ, მისი განხორციელება არ უნდა გადადოთ. მოკავშირეების პოვნა არ გაგიჭირდებათ - თქვენი ენთუზიაზმი ხომ ასე გადამდებია.

მერწყული

ეცადეთ, წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ამ დღეს მოსალოდნელია პრობლემები, მაგრამ ისინი არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეცადეთ, უთანხმოების დროს ეცადეთ მეორე მხარესაც მოუსმინოთ და ურთიერთგაგებას სწრაფად აღადგენთ.

არახელსაყრელი დღეა ფინანსური და კომერციული საქმიანობის, შესყიდვებისა და ტრანზაქციებისთვის. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში - ისინი ბევრს გპირდებიან, მაგრამ სიტყვას თითქმის არასოდეს ასრულებენ.

თევზები

ამ დღეს მთავარია, არ იზარმაცოთ და თვითონაც გაგიკვირდებათ როგორი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი რამდენიმე საათში.

ხელსაყრელი დღეა ძველი ურთიერთობის აღსადგენად, რომელიც თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაწყდა. ამჯერად შეცდომებს არ დაუშვებთ და ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნო იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა