თეგებით ძიება

ნეპტუნზე იდუმალი ლაქა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ნეპტუნის ატმოსფეროში იდუმალებით მოცული დიდი ზომის მუქი ლაქა შენიშნეს, რომელსაც მოულოდნელად ნათელი თანამგზავრი გამოუჩნდა. 

ასტრონომები ნეპტუნს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის დიდი ტელესკოპით დააკვირდნენ.

 „მუქი ლაქის პირველად აღმოჩენის შემდეგ, ყოველთვის მაინტერესებდა, რა იყო ეს ხანმოკლე და გაუგებარი მუქი მახასიათებლები“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა პატრიკ ირვინმა.

მზის სისტემის გიგანტური აირისებრი პლანეტები, მათ შორის ნეპტუნი, ცნობილია მუქი ლაქებით, რომლებიც მათ ატმოსფეროში ჩნდება.

დედამიწის ქარიშხალთან შედარებით, ნეპტუნის ქარიშხალი განსხვავებულად იქცევა. მუქი ლაქები მაღალი წნევის სისტემებია, რომლებიც სტაბილურად იწყება და ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით, ხოლო დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ქარიშხალი დაბალი წნევის სისტემებს წარმოადგენს, რომლებიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს.

პატრიკ ირვინი და მისი გუნდი ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ როგორ წარმოიქმნება ეს მასიური ქარიშხალი ნეპტუნზე. 

ნეპტუნი, რომელსაც ატმოსფეროში არსებული მეთანის გამო ცისფერი ელფერი აქვს, გაყინულ სამყაროს წარმოადგენს და მისი საშუალო ტემპერატურა -235 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო ქარები პლანეტაზე გაყინულ მეთანის ღრუბლებს აგზავნიან 1.931 კილომეტრ საათში სიჩქარით. ეს არის ყველაზე შორეული პლანეტა მზის სისტემაში, დაახლოებით 30-ჯერ შორს მზიდან, ვიდრე დედამიწიდან.

დიდი ტელესკოპით დაფიქსირებული მონაცემები ასტრონომებს დაეხმარა დაედგინათ, რომ მუქი ლაქები არ არის გამოწვეული ღრუბლებში არსებული თავისუფალი სივრცეებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლაქები მაშინ ჩნდება, როდესაც ჰაერის ჩაბნელებული ნაწილაკები ნეპტუნის ატმოსფერული ფენის ქვეშ გროვდება, სადაც ნისლი და ყინული ერთმანეთში ირევა.

„ამ პროცესში იშვიათი ღრმა ნათელი ღრუბლის ტიპი აღმოვაჩინეთ, რომელიც აქამდე არასოდეს გამოვლენილა, თუნდაც კოსმოსიდან“, - თქვა კვლევის თანაავტორმა მაიკლ ვონგმა.

დაკვირვებისას უჩვეულო ღრუბელი უფრო დიდი მუქი ლაქის გვერდით პატარა ნათელ ლაქასავით გამოჩნდა და ორივე ერთსა და იმავე ატმოსფერულ დონეზე დარჩა. ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ნეპტუნის ახლადაღმოჩენილი მახასიათებლით. ისინი იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს გაიგებენ მომავალი დაკვირვებებით, რომლებიც შეიძლება დედამიწიდან განხორციელდეს.

”ეს კაცობრიობის უნარის გასაოცარი ზრდაა კოსმოსში დაკვირვებისთვის. თავდაპირველად ჩვენ ამ ლაქების აღმოჩენა მხოლოდ კოსმოსური ხომალდის [როგორიცაა Voyager-ი] იქ გაგზავნით შეგვეძლო. შემდეგ ჰაბლის საშუალებით კოსმოსს დისტანციურად  დავაკვირდით. და ბოლოს, ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ ამის შესაძლებლობა დედამიწიდანაც დასაშვებია” ,  - თქვა მაიკლ ვონგმა.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/08/25/world/neptune-dark-spot-scn/index.html 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა