თეგებით ძიება

კონფლიქტები და უთანხმოებები არ ჩაცხრება - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ამ ეტაპზე, კონფლიქტები და უთანხმოებები არ ჩაცხრება, პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო რადიკალური და განსხვავებული სახით წარმოჩნდეს.

აგვისტო მაიმუნის თვეა. ასტროლოგიაში კი მაიმუნი განსაკუთრებული სისხარტითა და ენერგიულობით ხასიათდება. ამიტომ, ხშირია, გადაადგილებები, მოგზაურობები, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილი. ამ თვეში ცვლილებების სურვილს იგრძნობთ და მიხვდებით, რა მოძველდა და რასთან აღარ ღირს დროის დაკარგვა. შეიძლება ითქვას, რომ აგვისტო გადაფასებების და ცხოვრების განახლებული ენერგიით დაწყების თვეა და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

იანის ლითონის ენერგია ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, ხისტი და რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოს. დროა, საბოლოოდ დაემშვიდობოთ წარსულში დატოვებულ ურთიერთობებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება არ მოაქვთ და ტოქსიკურ გარემოს ქმნიან, უარი თქვათ არახელსაყრელ საქმეებზე - ეს თვე საჭირო დროს "არას" გადაჭრით თქმის აუცილებლობაში დაგარწმუნებთ. გათავისუფლდებით ეჭვებისა და სხვა ადამიანების ხათრის გამო რაიმეს გაკეთების სურვილისაგან და საკუთარ თავს გაცილებით უკეთესად მოუსმენთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა