თეგებით ძიება

პერუში 3000 წლის წინანდელი დაუზიანებელი საფლავი აღმოაჩინეს - BBC

მკვლევარებმა ჩრდილოეთ პერუში არქეოლოგიური გათხრების დროს 3000 წლის განმავლობაში დაუზიანებლად შემონახული სამარხი აღმოაჩინეს.  

არქეოლოგებმა მაღალმთიან ტერიტორიაზე ნაპოვნი საფლავის „ბინადარს“ პაკოპამპას [არქეოლოგიური გათხრების ადგილი, რომელიც პერუს ჩრდილოეთ მთიანეთში მდებარეობს] მღვდელი დაარქვეს. მათი განცხადებით, ჩონჩხთან ერთად ორი ბეჭედი და სხვა წმინდა შესაწირავიც ნახეს.

პერუს კულტურის სამინისტროს განცხადებით, სამარხში ნაპოვნი საჰერმეტიზაციო მასალა უძველესი რიტუალური საღებავის არსებობაზეც მიუთითებს, რომელიც ელიტური სტატუსის მქონე ადამიანების სხეულის შესაღებად გამოიყენებოდა. 

„საფლავის (თითქმის 2 მ დიამეტრის) დიდი ზომა და 1 მეტრიანი სიღრმე ძალიან სპეციფიკური ნიშანია, ისევე როგორც გარდაცვლილის სხეულის პოზიცია, რომელიც ჩასვენებული იყო პირქვე, ფეხები კი გადაჯვარედინებული ჰქონდა. ვფიქრობ, ის თავის დროზე ლიდერი იქნებოდა. აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთი პირველი მღვდელია, რომელმაც ჩრდილოეთ ანდესში [სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე] ტაძრების კონტროლი დაიწყო,“ - განუცხადა კვლევების ხელმძღვანელმა იუჯი სეკიმ სააგენტო Reuters-ს.

პაკოპამპას არქეოლოგიური გათხრების ადგილი ზღვის დონიდან 2,500 მ-ზე მდებარეობს და მოჩუქურთმებული ქვის ცხრა მონუმენტურ საზეიმო ნაგებობას მოიცავს. ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700-600 წლების წინანდელია.

ერთობლივ არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ იაპონიის ეთნოლოგიის ეროვნული მუზეუმისა და პერუს სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტის არქეოლოგები.

https://www.bbc.com/news/world-latin-america-66645621 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა