რისი ნიჭი აქვს ბავშვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ინფორმაცია მშობლებისთვის
ვერძი
მუდამ იბრძვის პირველობისთვის. საჭიროებს შექებას, კრიტიკას ვერ იტანს. ისე მიუდექით, რომ თავად გაუჩნდეს ბრძოლის, სწავლის სურვილი. ვერძებს უფრო ზუსტი მეცნიერებები იზიდავთ, თუმცა, არც ჰუმანიტარულ საგნებში მოიკოჭლებენ. შეიძლება სამხედრო საქმემაც გაიტაცოს. თუმცა, რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველგან ლიდერი, პირველი იქნება.
კურო
არ ააჩქაროთ. ასწავლეთ პრაქტიკულად რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას. აგრეთვე, – მიმატება-გამოკლება, რათა სწორად დაითვალოს ხურდა და არავინ მოატყუოს. კურო ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს. უყიდეთ ფერადი პასტები, ფანქრები, ორნამენტიანი რვეულები, ფლომასტერები. კურო ბავშვობიდან ავლენს დეკორატოორის, არქიტექტორის, დიზაინერის, მხატვრის ნიჭს.
ტყუპი
ისინი მშობლებს პატარაობიდანვე აოცებენ განვითარებით. ტყუპი სწრაფად სწავლობს კითხვას. სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს. თუმცა, სწრაფად გადაერთვება ერთი საქმიდან მეორეზე და უჭირს დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. ტყუპი ის ბავშვია, რომელსაც უყვარს თავსატეხები, სასარგებლო კომიუტერული თამაშები. მათგან ნიჭიერი ინჟინრები, მთარგმნელები და მწერლები გამოდიან.
კირჩხიბი
თუ სხვა ბავშვს ცუდი ნიშნისთვის სჯიან და უბრაზდებიან, კირჩხიბი უნდა დაამშვიდოთ, მოეფეროთ და გაამხნევოთ. ის თავადაც კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ. კირჩხიბის საყვარელი საგანი ისტორია და გეოგრაფიაა. ისე მხატვრულად შეუძლია აღწეროს საუკუნეების წინ მომხდარი ისტორიები, თითქოს საკუთარი თვალით ენახოს.
ლომი
დაბადებიდანვე სამყაროს ცენტრია. მისთვის აუცილებელია, კარგი პედაგოგი ჰყავდეს და მისი სიყვარულით ნებისმიერ საგანში საუკეთესო იქნება. ლომი ის ბავშვია, რომელსაც ყველაფრის ნიჭი აქვს. თუმცა, მსახიობის ოსტატობა და ლიდერის თვისებები მუდამ პირველ ადგილზეა.
ქალწული
ბეჯითი და მოწესრიგებული მოსწავლეა. ყველა საგანს კარგად სწავლობს და ვერ გადაიტანს, თუ რაიმე საკითხში სხვამ მასზე მეტი იცის. მოსწონს ზუსტი მეცნიერებები. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიის მიმართ. მათგან ნიჭიერი ექიმები და გენიალური ქირურგები იზრდებიან.