თეგებით ძიება

"ხელისუფლების კარმუშკაზე მყოფი ყველა პროპაგანდისტი ერთად გამოვარდა და წერს პოსტებს პათოსით: ნახეთ დამპალი უკრაინელები ქართველებს ქუჩაში ხოცავენ" - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი უკრაინაში მომხდარ ტრაგიკული ინციდენტზე წერს.

"უკრაინში მოხდა ტრაგიკული ინციდენტი. პოლიციელმა მოკლა უკრაინის მოქალქე, რომელიც წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა. ინციდენტის დროს პოლიცლემა ალბათ არც იცოდა მისი ეროვნება და შეიძლება ის კაციც არ თვლიდა უკვე თავს ქართველად, მაგრამ  ხელსიუფლების კარმუშკაზე მყოფი ყველა პროპაგანდისტი ერთად გამოვარდა და წერს პოსტებს პათოსით: ნახეთ დამპალი უკრაინეელები ქართველებს ქუჩაში ხოცავენ! ვითომ იმ კაცის წარმომავლობას რაიმე გავლენა ქონდა ამ ტრაგედიაზე დ ავითომ ქართველობის გმაო მოკლეს!

მეორე მხრიდან ოპოზციურად განწყობილები გამოვარდნენ და ქოცების ჯინაზ იმ სისხლიანი ცხრა წლის საუკეთესო ტრადიციებში პოლიცელის გაპრავება დაიწყეს ძველი ეპოქის არგუმენტებით: პოლოცელს რომ წინააღმდეგობას გაუწევ და დაარტყამ აბა, რა გგონია? უნდა დაგხვრიტოს ადგილზე! პოლიციელზე თავდასხმა უკვე საფუძველია სროლის, ამერიკაში  ასე რომ მოექცე  პოლოცელს, იცი, რას გიზამს? იქვე მიგაცხრილავს და ა.შ.  ვითომ ის არ გაუგიათ, ამერიკაში ასეთი დაცხრილვის მერე მთელ ქალაქებს რომ წვავენ ამერიკელები და ლამის ხელსიუფლებას ამხობენ. ვითომ კანონი არ არეგულორებდეს ასეთ შემთხვევებს და მარტივად იყოს შესაძლებელი ქუჩაში უიარაღო კაცის დახვრეტა, თუ ის სიცოცხლსთვის მყისიერ საფრღხეს არ ქმნის. 

ამ დროს კი უკრაინელებმა ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს გამოძიბეის დასრულებამდე, ხოლო რომელმაც გაისროლა, დაიჭირეს. 

საქართველოში კი ყველანი ნაც-ქოცური ვირტუალური სამყაროს წევრები ვართ და ყველაფერი ამ ჭრილში განიხილება. ზოგჯერ მგონია, რომ ამ მოჯოდებული სამყაროდან  ვერასდროს გავაღწევთ", - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა