რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდის უძილობას? - ასტროლოგების დასკვნა
ნახეთ, ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდის უძილობას.
ტყუპი
აზროვნების ან მოქმედების შეზღუდვა ტყუპისთვის წარმოუდგენელია. თუ მას რაიმე აინტერესებს, მოიძებს ინფორმაციას დღის ნებისმიერ დროს. ტყუპი ხშირად იძულებით ხდება ღამის ბუ, იძინებს მხოლოდ დილით, თითქმის მაღვიძარას დარეკვამდე. გარდა ამისა, მიღებულ ინფორმაციაზე ფიქრს დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები უკვე დაიღალნენ უძილო ღამეებით, სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ თვითდისციპლინაში.
ვერძი
დიდი ენერგია აქვთ და დატვირთვაც. წარმატების მიღწევა სურთ სპორტშიც და ბიზნესშიც. შეუძლიათ არ დაიძინონ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. უძილობის პრობლემის გადასაჭრელად, უნდა დაივიწყოთ ღამით სოციალური ქსელების თვალიერება და ისწავლოთ აკვიატებული აზრებისგან თავის დაცვა. მოდუნებაში დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები და კუნთების რელაქსაცია.
მორიელი
ძნელი დასაჯერებელია, რომ ძლევამოსილი და ურყევი მორიელი შინაგანი ტანჯვისგან ღამით ვერ იძინებს. თუმცა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის. მუდმივმა ეჭვებმა და გაუთავებელმა კონტროლმა შეიძლება უძილობამდე ან, პირიქით, უსაფუძვლო ძილიანობამდე მიიყვანოს, როცა ნებისმიერ დროს გინდება დაძინება, მაგრამ არა ღამით. ადრე თუ გვიან, მორიელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს მავნე ჩვევა უნდა დაძლიონ. შეგიძლიათ მიმართოთ არომათერაპიას ძილის წინ ნახევარი საათით ადრე.