სიყვარულის დღეა - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი?
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:36-დან 17:26 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გაითვალისწინეთ, რომ დღეს და ხვალ სიხარულის და სიყვარულის დღეა. მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს და ემოციებს, ისიამოვნეთ წვრილმანებით, გაახარეთ ახლობლები სიურპრიზებითა და კეთილი საქმეებით.
არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზიანს.
თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.