თეგებით ძიება

რა პროცედურები უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის? - კონსტიტუციონალისტების განმარტება

აქვს თუ არა საკმარისი ხმა “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და რა პროცედურა უნდა იყოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილი გადააყენოს? ამ საკითხების შესახებ კონსტიტუციონალისტები საუბრობენ.

მათი განმარტებით, იმისთვის, რომ იმპიჩმენტის საკითხი წინა პლანზე დადგეს, ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა.

იმპიჩმენტის პროცედურა კი რამდენიმე ეტაპისგან შედგება – პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ ეს საფეხური უნდა გაიაროს. მას შემდეგ, რაც მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, აქ პროცესს ორგვარი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს:

ერთი, შეიძლება სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა არ დაადგინოს.

მეორე მხრივ, კი შესაძლოა გამოიკვეთოს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად საჭიროა 9-დან 6 მოსამართლის დასტური. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, მაშინ პროცესები ისევ პარლამენტში ინაცვლებს და დეპუტატები პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად მოემზადებიან – საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს განიხილავს და დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პროცესები ისევ პარლამენტში ინაცვლებს, სადაც იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო. პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს სასამართლოს პასუხიდან განიხილავს 2 კვირაში.

ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის სახით მმართველი ძალა წარმოდგენილია 84 დეპუტატით. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” სჭირდება სულ მცირე 6 დეპუტატის თანხმობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

ჯდება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილი ევროპული ტურნე კონსტიტუციის დარღვევის კრიტერიუმებში – როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, აქ უმთავრესია, როგორ საუბრობს სალომე ზურაბიშვილი შეხვედრების დროს – როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, თუ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. რადგან ხმალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის სახელით საუბარი შეუძლია მხოლოდ იმ დროს, როცა მას პრემიერის თანხმობა აქვს ვიზიტებზე.

ხმალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მმართველ ძალას 100 ხმის მობილიზება პარლამენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად გაუჭირდება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ:

იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები იმართება 45 დღეში;

ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია; კოლეგიაში შედის: 150 დეპუტატი და აჭარის და (1) აფხაზეთის უმაღლესი საჭოს წევრებს + (2) საკრებულოების დელეგატები არჩევნების შედეგების პროპორციულად (ორივე ერთად 150);

პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 წევრის თანხმობა პირველ ტურში, თუ პირველში ვერ აირჩა მეორეში უკვე ისაა გამარჯვებული ვინც მეტ ხმას მიიღებს.

წყარო: „სფერონიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა