თეგებით ძიება

რომელია ყველაზე აგრესიული ზოდიაქოს ნიშანი?

ნახეთ, 3 ყველაზე ბოროტი და აგრესიული ზოდიაქოს ნიშანი.

ვერ­ძი - პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც მარ­თავს ვერძს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ანი­ჭებს მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, ყველ­გან და ყო­ველ­თვის სა­კუ­თა­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის და­სა­ცა­ვად იო­მონ. ვერ­ძე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი და უტაქ­ტო­ე­ბი არი­ან, ამას­თა­ნა­ვე, უკონ­ტრო­ლო სი­ფი­ცხე, რო­მე­ლიც მათ ახა­სი­ა­თებთ, ხში­რად ხდე­ბა ვერ­ძის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ შერ­ცხვე­ნის წი­ნა­პი­რო­ბა. თუმ­ცა არც ერთი ვერ­ძი არ დარ­დობს ამ ფაქ­ტზე დი­დად. მათი უმე­ტე­სო­ბა არ არის გა­მოკ­ვე­თი­ლად ბო­რო­ტი და წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბაც ტი­პურ ვერძს არ ახა­სი­ა­თებს, თუმ­ცა აგერ­სია, რო­მელ­საც იგი ავ­ლენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სხვე­ბის მი­მართ ხში­რად აფრ­თხობს ადა­მი­ა­ნებს და აი­ძუ­ლებს ვერ­ძის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის­გან შორს და­ი­ჭი­რონ თავი.

ქალ­წუ­ლი - გო­ნი­ე­რი, წინ­და­ხე­დუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი ხალ­ხის ზო­დი­ა­ქოა. ქალ­წულს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი მარ­თავს - აზ­როვ­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა, ამი­ტომ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვა­სა და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში ვე­რა­სო­დეს გა­ე­ჯიბ­რე­ბით. ამას­თან ერ­თად ქალ­წუ­ლე­ბი ცივი გო­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და თუ ვინ­მემ აწყე­ნი­ნათ, იშ­ვი­ა­თად ავი­წყდე­ბათ რამე რო­გორც ემო­ცი­ურ, ისე მოვ­ლე­ნე­ბის დო­ნე­ზე. ქალ­წუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი არ გახ­ლავთ, თუმ­ცა სი­ბო­რო­ტით შე­საძ­ლოა ბევრ სხვა ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­უს­წროს, თუკი მან სი­სას­ტი­კის გზა­ზე სი­ა­რუ­ლი გა­და­წყვი­ტა. იგი პრაგ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რე­ა­ლის­ტის ბუ­ნე­ბით. ამი­ტომ მის­გან დან­დო­ბას ნუ ელით.

მო­რი­ე­ლი - წინ­და­ხე­დუ­ლი და ფრთხი­ლია, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი და გამ­ჭრი­ა­ხი. ამას­თა­ნა­ვე სა­ოც­რად აგ­რე­სი­უ­ლი და მებ­რძო­ლი ში­ნა­გა­ნად. ამი­ტომ თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვერ­ძის აგ­რე­სია და ქალ­წუ­ლის სი­ბო­რო­ტე სრუ­ლად გა­ერ­თი­ან­და მო­რი­ელ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მოთ­ვლილ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის, მო­რი­ე­ლის მტრო­ბა ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა რო­გორც პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე, ისე სიყ­ვა­რულ­ში. მო­რი­ელს გა­სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, შე­ნიღ­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბის ნიჭი და ხან­გრძლი­ვი ემო­ცი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს. ამი­ტომ თუკი ოდეს­მე ცხოვ­რე­ბა­ში ფეხი კუდ­ზე და­ად­გით (თუნ­დაც გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად), იგი ამას წლე­ბის მან­ძილ­ზე და­ი­მახ­სოვ­რებს და უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ჯე­რო­ვან სა­მა­გი­ე­რო­საც გა­და­გიხ­დით მა­შინ, როცა ამას მის­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა