თეგებით ძიება
04. 09. 2023 ვიდეო

"ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო? მე რომ გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა" - გურჯაანში მოკლულის მამა (ვიდეო)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 

35 წლის ბექა ჯანიაშვილი ბოლო წლების განმავლობაში გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა.

მას სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა თანასოფლელმა, 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა, მიაყენა.

"თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ უკვე გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვია, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო," - ამბობს მოკლულის მამა. 

ცნობისთვის, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს. კოლა გაბიტაშვილი ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა