ემოციური არასტაბილურობა - რას გვირჩევენ ასტროლოგები?
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და გამორჩეული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
4 სექტემბერი
ამ დღეს შესაძლოა, საქმეზე კონცენტრაცია განსაკუთრებით გაგიჭირდეთ და უმოტივაციობა იგრძნოთ. უენერგიობის მიზეზი კი წინა დღეებში პირად ცხოვრებაში არსებული გარკვეული დაძაბულობა და პრობლემები იყოს. ნუ დაადანაშაულებთ თქვენს თავს, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლიათ, ან ცუდად მუშაობთ. ეს ეტაპი მალევე გადაივლის, თავს ისევ მხნედ იგრძნობთ და მოტივაციას კვლავ იპოვით. ახლა კი მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, ჩაერთოთ სასიამოვნო საქმეებში, რომ ემოციურად შედარებით რთული პერიოდი მარტივად გაიაროთ.
5 სექტემბერი
წინა დღის არაპროგნოზული ხასიათი ამ დღესაც შენარჩუნდება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. შესაძლოა, შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ. მიჰყევით თქვენს გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ, შეეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში და დრო მშვიდად გაატაროთ.
6 სექტემბერი
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში სინათლეს შემოიტანს. მიხვდებით, რომ თქვენში ბევრი რამ შეიცვალა, გადააფასეთ და მოვლენებს სხვა კუთხით უყურებთ. უფრო მეტ თავისუფლებასა და სიმშვიდეს იგრძნობთ. რაღაცები, რაც ადრე თქვენთვის ბევრს ნიშნავდა, მნიშვნელობას დაკარგავს და აღმოაჩენთ, რომ იმ ამბებზე ამდენი ნერვიულობა არ ღირდა. ეს დღე, გარკვეულწილად, გამოფხიზლებისა და ახალი ფურცლიდან დაწყების ბიძგი აღმოჩნდება, რაც სამომავლოდ ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოგიტანთ.