თეგებით ძიება

ალერგია გაწუხებთ? - ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საზოგადოებას მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აცნობს.

„ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

საშუალო ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ნაცარქათამას (Chenopodium) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთეული სახით დაფიქსირდება ჭინჭრის (Urtica) ყვავილის მტვრის მარცვლები.

მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და ძალიან მაღალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და საშუალო ნიშნულზე დაფიქსირდება.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა