ხონში, კიჩხის კანიონთან დაღუპული ახალგაზრდა კაცი ცნობილი ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა
ხონში, კიჩხის კანიონთან ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა.
35 წლის ავთო კულუმბეგოვი კინჩხაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ავთო კულუმბეგოვს ფეხი დაუცდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.