მკვლელობის შემდეგ, პოლიციასაც ემუქრებოდა - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარი სასტიკი მკვლელობაზე
გურჯაანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების განცხადებით, 90 წლამდე კაცი 35 წლის მეზობლის, ბექა ჯანიაშვილს მკვლელობის შემდეგ, ადგილზე მისულ პოლიციასაც იარაღით ემუქრებოდა.
მოკლული სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იყო დავის საგანი კი მიწის ნაკვეთი გახდა.
ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი საფანტით მიყენებული მრავლობითი დაზიანება გახდა.
სოფელ ვეჯინში მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი უჭირთ. 90 წლამდე მოხუცი ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. მისი ოჯახი კი სოფლიდან გაიხიზნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.