თეგებით ძიება

„ესენი ვის ატყუებენ?! ხალხის დასაბოლებლად დაიწყებენ ნაცების ლანძღვას, ახალი პატრონის ქებას, ხმების ნაწილის წასაღებად“ - ამირან სალუქვაძე

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ,  გადაცემაში „შენი შუადღე“, არხზე განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ „ძირეული“ ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, ახლა ის „ნაცების ტელევიზია“ აღარაა.
გაბუნიას განცხადბას სამხედრ ექსერტი ამირან სალუქვაძ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხალხის ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადებაა.

„ესენი ვის ატყუებენ?! რასაც ავალებენ და რისთვისაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ. ესენი არიან უპრინციპო ადამიანები. მავნებლობის მეტი არაფერი უკეთებიათ.

👉 ამ დღეებში რაც დავწერე, გადალაგება აქვთ მეთქი, მაგ გადალაგების გაყიდვა უნდათ.

👉 ვის გჯერათ არანაციონალი გაბუნიას, ან "გლავკანალოს" მთელი შემადგენლობით?!

👉 ნაწილობრივ ახალი პატრონი ჰყავთ, ისევ კოლექტიური ნაცმოძრაობიდან.  ახლა ხალხის დასაბოლებლად დაიწყებენ ნაცების ლანძღვას, ახალი პატრონის ქებას, ხმების ნაწილის წასაღებად.

👉 მიშისტი ნაციონალები მაინც ნაციონალებს მისცემენ ხმას. 2024-ში ე.წ. შუაშისტებისთვის იწყებენ ბრძოლას.

👉 ამათ აქვთ იგივე გათვლა, რაც ადრე, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ჯამურად ოცნებაზე მეტი აიღონ და მთავრობა ჩანოაყალიბონ.

👉 ვიმეორებ, ამ მიზნის მისაღწევად, თუ დასჭირდათ, ერთმანეთს ამ ერთი წლის მანძილზე ტალახში ამოსვრიან. ოღონდ, ნორმალური ამათ ცრუ მანევრებს არ დაიჯერებს.

👉 ეს მოსალოდნელი იყო როგორც ორჯერ ორი. ამიტომ ვწერ ბოლო თვეა ფსევდოშუაშიატებზე, რომლებიც ცდილობენ რეალური შუაშისტების გადაქაჩვას.

👉  კოლექტიურ, ანუ მრავალპარღიულ ნაცებს ხალხი ბრბო ჰგონიათ. გლავკანალი ახალ ლოგოდ ღრძილებს გაიკეთებს, თუ თიბისის ან კოკა-კოლას ლოგოს დაიკრავს, მაინც ნაცმოძრაობად დარჩება“ - წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა