თეგებით ძიება

არასოდეს ცდება - ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელსაც ძლიერი ინტუიცია აქვს

მათთვის, მხოლოდ ერთხელ შეხედვა საკმარისია, რომ თქვენს შესახებ ყველაფერი გაიგონ. ინტუიცია შინაგანი ხმა არის, რომელიც ყველას აქვს, მაგრამ მისი მოსმენა ყველას არ შეუძლია. ხშირად საკუთარ ინტუიციას უგულებელყოფთ და შემდეგ ამის გამო ნანობთ. რაც უფრო მეტად განავითარებთ თქვენს მეექვსე გრძნობას, მით უფრო ზუსტი ინტუიცია გექნებათ. ნახეთ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც ძლიერი ინტუიცია აქვს.

კირჩხი­ბი - მისი ყვე­ლა­ზე დიდი ია­რა­ღი ინ­ტუ­ი­ცი­აა, რო­მელ­საც იგი ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს არც ავ­ლენს და არც ენ­დო­ბა. მაგ­რამ კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც მთვა­რის მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი ინ­დი­ვი­დია, გა­სა­ო­ცა­რი "სენ­სო­რუ­ლი" აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი მო­ტყუ­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუკი თა­ვად მან არ მო­ი­ტყუა ან მო­გა­ტყუ­ე­ბი­ნათ თავი. კი­ბორჩხა­ლე­ბი ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მას არ გა­უ­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი არც შე­მოწ­მე­ბა არც გა­და­მოწ­მე­ბა გულ­წრფე­ლო­ბა­ზე. კირჩხი­ბებს გა­სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბი­სა და თა­მა­შის უნა­რი აქვთ, თუ ამას სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვს. ამი­ტომ მის მრა­ვალ­სა­ხო­ვან ნა­ტუ­რას მერ­წმუ­ნეთ, ვე­რა­სო­დეს ამო­იც­ნობთ. ამას­თან ერ­თად, მისი ნიჭი მშვი­დად და­ე­ლო­დოს სა­ჭი­რო მო­მენტს თქვენ­ზე შუ­რის სა­ძი­ებ­ლად, ისე რომ ამის შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რად მას ვე­რა­ვინ დას­დოს ბრა­ლი ჭეშ­მა­რი­ტად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის ღირ­სია.

ქალ­წუ­ლი - მისი სიძ­ლი­ე­რე გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბა და გა­სა­ო­ცა­რი დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რია. ქალ­წუ­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რის მმარ­თვე­ლო­ბის ქვე­შაა; ამი­ტომ შე­სა­შუ­რად სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბით, ანა­ლი­ტი­კუ­რი გო­ნე­ბი­თა და წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი ცივი გო­ნე­ბის ად­მი­ა­ნია, ამი­ტომ მისი გული ყო­ველ­თვის და უპი­რო­ბოდ ემორ­ჩი­ლე­ბა გო­ნე­ბის ხმას. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს სავ­სე­ბით მარ­ტი­ვად შეძ­ლებს, სა­კუ­თარ თავს ემო­ცი­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბლო­კი­რე­ბა აი­ძუ­ლოს და მხო­ლოდ გო­ნე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზოს შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია. იგი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რია, თუკი თქვენ ამას და­უ­ფა­სებთ და და­იმ­სა­ხუ­რებთ. მაგ­რამ ძალ­ზე სა­ში­ში და მუ­ხა­ნა­თი მტე­რი იქ­ნე­ბა, თუკი მის ზრუნ­ვას ვერ და­ი­ნა­ხავთ და ყვე­ლა­ფერს ისე მი­ი­ღებთ, რო­გორც კუთ­ვნილს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა