არახელსაყრელი და ძალიან ცუდი დღეა... - რას ამბობენ ასტროლოგები?
თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით ქალებმა, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და ჯანმრთელობაზე, იციან, რომ თმის შეჭრა და მოვლა სასურველია მოხდეს მთვარის კალენდრის მიხედვით, ანუ მასთან შესაბამისობაში.
მთვარის დღეები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე, წარმატებაზე და აგრეთვე მომხიბვლელობასა და სილამაზეზე.
ამიტომ სასურველია მთვარის კალენდრის მიხედვით სწორად იქნეს შერჩეული დღე, როცა ყველაზე ხელსაყრელია თმის შეჭრა, შეღებვა ან თმაზე სხვა მანიპულაცია.
თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით
ორშაბათი (მთვარე) - კარგი დღეა თმისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩასატარებლად. შეგიძლიათ თამამად შეიჭრათ თმა, შეიცვალოთ ვარცხნილობა და თმის ფერი. ამით შეძლებთ მოიშოროთ ყველა ნეგატივი და და პრობლემები უკან მოიტოვოთ.
ორშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული სამშაბათს, ოთხშაბათს და კვირა დღეს დაბადებულთათვის.
სამშაბათი (მარსი) - თმის შეჭრა ახალი ენერგიით აღგავსებთ, მოგანიჭებთ ძალას და გამბედაობას, გახდებით უფრო აქტიური, რითაც შეძლებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავიდან აგაცილებთ ცხოვრების მონოტონურობას. სასურველია ამ დღეს თმები შეიჭრან სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებმა.
სამშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ორშაბათს და პარასკევს დაბადებულთათვის.
ოთხშაბათი (მერკური)- ამ დღეს თმის შეჭრა მიზანშეწონილია, თუ გსურთ ცხოვრება გახდეს მეტად საინტერესო, გქონდეთ მეტი სიახლე, შეიძინოთ მეტი ახალი მეგობარი და გაიხსენოთ ძველი. ამ დღეს თმის შეჭრა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გააუმჯობესებს თქვენს მეხსიერებას და ლოგიკური აზროვნების უნარს.
ოთხშაბათს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული ხუთშაბათს დაბადებულთათვის.
ხუთშაბათი (იუპიტერი) - ამ დღეს თმა შეიჭერით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოაგვაროთ სოციალური ასპექტის პრობლემები. აგრეთვე: გახდეთ პოპულარული პიროვნება, შეცვალოთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნაცნობებთან. თუ ხშირად გაქვთ უსამართლობას და თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი შანსი წარმატებისა და კეთილდღეობისათვის.