თეგებით ძიება

"როცა პრეზიდენტის კომენტარის მოპოვება მოგვინდება, მის სახლთან ჩასაფრება, არის სულ მცირე უზრდელობა" - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ყოველ ჯერზე, როცა პრეზიდენტის კომენტარის მოპოვება მოგვინდება, მის სახლთან ჩასაფრება, არის სულ მცირე უზრდელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. 

"ძვირფასო კოლეგებო, ადრეც დავწერე და გავიმეორებ, ყოველ ჯერზე, როცა პრეზიდენტის კომენტარის მოპოვება მოგვინდება, მის სახლთან ჩასაფრება, არის სულ მცირე უზრდელობა. 

თანამდებობის პირს სახლთან შეიძლება ჩაუსაფრდე, თუ ის რაიმე დანაშაულშია მხილებუყლი და მედიას ემალება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რაიმე პოლიტკურ საკიტხზე კომნენტარი გაინტერესებს, პრეზიდენტს დახვდე სახლთან... არ ვიცი ასეთი სად ხდება კიდევ.

თან ეს სალომეც არასდროს ასე ქუჩასი კომენტარტს არ აკეთებს ანუ წინასწარ ვიცით, რომ არ მოგვცემს კომენტარს და მაინც ვუსაფრდებით. რა მუღამია", - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა