თეგებით ძიება

მეოთხე კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა, დაახლოებით 10 სახლია დანგრეული - ლანჩხუთის მერი

უკიდურესად რთული ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები წაიღო, სტიქიის ზონაში ეძებენ მოზარდს. განასაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიხანჯირში.

"ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.

მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.

მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი," - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა