სომეხმა სამხედროებმა ჩვენი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ საპასუხო ზომები მიიღო. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სომხურმა მხარემ ცეცხლი მსუბუქი შეიარაღებიდან გახსნა სადარაკის მიმართულებით, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი რაიონია.
დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.