თეგებით ძიება

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, ამიტომ უმჯობესია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ, კოლეგების თხოვნა და საკუთარი დაპირებები არ დაივიწყოთ, თორემ შეიძლება, მათი პატივისცემა დაკარგოთ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ - ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

კურო

დილიდან უამრავი სირთულე გელით, რომელსაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები, თუმცა შუადღის შემდეგ ვითარება განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

ტყუპები

ახალი შესაძლებლობების დღეა. შანსი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებში არ დაკარგოთ და ახლავე საქმეს შეუდგეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც არა მარტო სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოც იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო გადარიცხვებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

თუ წვრილმან უსიამოვნებებს არ ჩავთვლით, სრულიად ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. საკუთარ ნივთებს მეტი ყურადღება მიაქციეთ - არსებობს ქურდობის საფრთხე.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სასურველის მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ახალი ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით თქვენი პროექტები და გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციური გახდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და საბუთების გაფორმებისთვის. მარტოხელა ლომებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

ქალწული

ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძლიერი მხარეების წარმოჩენას მშვენივრად ახერხებთ. დროა საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყოთ - დახმარების მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან.

ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი ემოციებითა და სასიამოვნო საზრუნავით იქნება სავსე.

სასწორი

საკმაოდ რთული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლის იმედი აქვს. გახსოვდეთ, რომ გამარჯვების მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ. ზოგ სასწორს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა და სიახლეებთან შეგუება მოუწევს. სამუშაო იმდენად ბევრია, რომ დაგეგმილი დასვენების, შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საქმეების მდგომარეობას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ბევრჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა საუკეთესო გგონიათ, სინამდვილეში წარუმატებელია.

გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანს ენდოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოერიდეთ მას, ვინც კომპლიმენტებში გხვევთ და მაცდური დაპირებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მშვილდოსანი

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.

ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ - ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თხის რქა

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდოთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ - ეს ერთადერთი გზაა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. შესაძლებლობა გექნებათ. რაღაც ახალი ისწავლოთ და საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. მოსალოდნელია უფროს ნათესავებთან უთანხმოება, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა - იუმორის გრძნობა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია შეაფასოთ და იმოქმედოთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და მოზღვავებულ ემოციებს ებრძვით. ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ - ზოგს ძალიან მკაცრად განსჯით, ზოგის მიმართ კი პირიქით, უზომო ლმობიერებას იჩენთ.

თევზები

ეს დღე აქტიურ მოქმედებას, ამიტომ სურვილის მიუხედავად, დასვენებას ვერ ახერხებთ. გარშემომყოფები მუდმივად გაჩქარებენ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, ჩხუბი თავიდან აიცილოთ, თორემ ურთიერთობების აღდგენას ვეღარ შეძლებთ. იქნებ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თუნდაც დროებით და უპირატესობა სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ.

საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით ადამიანებთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა