რომელია ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც სექტემბერში ფინანსური და კარიერული წარმატება ელოდება? - ასტროლოგების დასკვნა
აგვისტო ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული თვე იყო და უამრავი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი აღმოვჩნდით. თითოეული მათგანი კი ჩვენს ხასიათზე, განწყობებზე, საქმესა და მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენდა. ზოგი დადებითს, ზოგიც უარყოფითს.
სექტემბერიც საკმაოდ დატვირთული თვე იქნება: პლანეტა მერკური და ვენერა რესტროგრადულ მოძრაობას ამთავრებენ, სასწორი სეზონი იწყება, ასევე 15 სექტემბერს ახალი მთვარე გველის და ასე შემდეგ. ამ თვეში ქალწულის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, სექტემბერში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს განსაკუთრებული ცვლილებები ელის:
ლომი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა აგვისტოში ძლიერი ტრანსფორმაცია გაიარეს და ბევრ ფაქტსა თუ მოვლენას ფხიზელი გონებით შეხედეს, დაივიწყეს ილუზიები და პირისპირ შეხვდნენ რეალობას. ამიტომაც, ახლა განახლაბული ნაბიჯებით იწყებენ როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებს. სექტემბერში რეტროგრადული იუპიტერი თქვენი კარიერის სექტორში გაივლის. ამიტომაც, დიდი შანსი გაქვთ, რომ დაგაწინაურონ, ხელფასი გაგიზარდონ და მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი ნახოთ. ეს შეიძლება ახალ შეთავაზებასაც უკავშირდებოდეს და არსებულ სამსახურში გამოჩენილ ინიციატივასაც. კარგად შეაფასეთ სიტუაცია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ - ამ თვეში ყველა პირობა გაქვთ, რომ ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდეთ.
კურო
4 სექტემბერს თქვენმა მმართველმა პლანეტამ, ვენერამ, რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. თუმცა, იმავე დღეს რეტროგრადული მოძრაობა იუპიტერმა დაიწყო. ვენერა ფინანსებზეა პასუხისმგებელი. იუპიტერი კი ამ გავლენას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სექტემბერში ფინანსური ზრდა და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა გელით. მთავარია, არ დანებდეთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ყველაფერი ისე არ ამოდის, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ თქვენი მიზნებისა და ოცნებებისათვის ბრძოლა განაგრძეთ, გამოიყენეთ ყველა შანსი და შეთავაზება. ამ თვეში გაქვთ შანსი, რომ სტაბილური ფინანსური გარემო შექმნათ და დაწინაურდეთ.
მშვილდოსანი
სექტემბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების თვეა. წინ ბევრი სიახლე და კარგი ამბავი გელით. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ, აღიარონ თქვენი თავდადება და ერთგულება, წაგახალისონ, ბონუსი ჩაგირიცხონ, ან კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აგიყვანონ. ეს კი ფინანსურ ზრდასაც გამოიწვევს. ასევე, წარმატება გელით ყველა იმ პროექტსა და საქმეში, რომლებიც წამოიწყეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ თვის პირველი ნახევარი პროფესიული ღირებულებების გადაფასებას დაუთმოთ. შემდეგ კი კარგად გააანალიზოთ ყველა ის შეთავაზება და წინადადება, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ.
სასწორი
ის ფაქტი, რომ ვენერამ რეტრორადული მოძრაობა დაასრულა და ამავდროულად, თქვენს ნიშანში პლანეტა მარსია, დაგეხმარებათ, რომ ამ თვეში უფრო თავდაჯერებული იყოთ და ზუსტი გადაწყვეტილებები მიიღოთ. შესაძლოა, ამ პერიოდში თქვენი ემოციური ფონი არასტაბილური იყოს და ამას თქვენი სეზონის დაწყებამდე გრძნობდეთ. მაგრამ, ეს არ შეგიშლით ხელს, რომ პროფესიული უნარები და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, დაარწმუნოთ სხვა ადამიანები, რომ ბევრი განსხვავებული რამის გაკეთება შეგიძლიათ, დაწინაურდეთ და გაზრდილი შემოსავალიც მიიღოთ. თქვენი ამოცანაა, რომ არ აჰყვეთ ემოციებს, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში. კარიერული კუთხით კი ხელსაყრელი გარემო გელით.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახლა მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას გრძნობენ. ეს კი შესაძლებლობას მოგცემთ, დაიწყოთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით, ხმამაღლა განაცხადოთ სამსახურში თქვენი გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ, აჩვენოთ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტი შეგიძლიათ. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ყურადღებას და კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ახვალთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ძველი მიზნები გაგახსენდეთ. სექტემბერი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ წარსულში დატოვებულ საქმეებს კვლავ მიუბრუნდეთ და ოცნებები აიხდინოთ. თუმცა, ემოციური ფონიც მომატებულია, ამიტომაც ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ნურც კონფლიქტურ სიტიაციაში ჩაერთვებით.