"ორივე გოლი როცა გავიდა, ავტობუსი კი არა მატარებელი გვეყენა... მთელი გუნდით საჯარიმოსთან ვიდექით" - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ქართული ფეხბურთის შესახებ წერს.
"ძალიან მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, სულ რომ მიწერენ აქ:
ჩვენ ასეთ გუნდებთან დაცვიდან უნდა ვითამაშოთ, ავტობუსი უნდა ჩავაყენოთ, ეგაა ჩვენი შანსიო.
ორივე გოლი როცა გავიდა, ავტობუსი კი არა მატარებელი გვეყენა. მთელი გუნდით საჯარიმოსთან ვიდექით.
ესაა თქვენი მოწონებული ფეხბურთი?", - მერაბ მეტრეველი.