10 პროდუქტი, რომელიც არტერიებს წმენდს და ინფარქტისგან გვიცავს
1. ავოკადო
ჩაანაცვლეთ მაიონეზი ბუტერბროდებსა და სალათებში ავოკადოთი. კვლევებმა აჩვენა, რომ ავოკადოს ყოველდღიურად მიღების შემთხვევაში სისხლში ქოლესტერინის დონე ნორმაში დგება.
2. სატაცური
სატაცური – საოცარი ბუნებრივი საშუალებაა არტერიების გასაწმენდად. ის დაბლა სწევს სისხლის წნევას და თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.
ეს ბოსტნეული სავსეა უჯრედისით და მინერალებით. გარდა ამისა, სატაცური შეიცავს ვიტამინების გრძელ სიას, რომელთა შორისაც არის K, B1, B2, C და E ვიტამინები.
3. ბროწეული
ეს ულამაზესი ხილი შეიცავს ფიტო-ქიმიკატებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებივით მოქმედებენ და იცავენ არტერიების ლორწოვან გარსს დაზიანებისგან.
ბროწეულის წვენი ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც სისხლს მოძრავს, ხოლო არტერიებს ელასტიკურსა და მოქნილს ხდის.
4. ბროკოლი
გიყვართ თუ არა ეს ბოსტნეული, იცოდეთ, რომ ბროკოლი ძალიან მდიდარია ვიტამინით K, რომელიც არტერიების კალცით დაზიანებას უშლის ხელს. ბროკოლი სავსეა უჯრედისით, რომელიც დაბლა სწევს სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს.
5. კურკუმა
ეს სანელებელი უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებისაა. მას შეუძლია ჩააქროს ანთებითი პროცესი, რომელიც არტერიების ათეროსკლეროზის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. რაციონში კურკუმას დამატებით, არტერიების კედლების დაზიანებას აიცილებთ თავიდან და თრომბოზის წარმოქმნისგან დაიცავთ თავს.
6. ხურმა
ხურმა მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს. ეს ეგზოტიკური ხილი უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, რის შედეგადაც შეგვიძლია დავირეგულიროთ სისხლის წნევა და გავისუფთაოთ არტერიები.
7. სპირულინა
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მოლურჯო-მწვანე წყალმცენარე სისხლში ლიპიდების დონეს არეგულირებს. ის ასევე მდიდარია ცილით, რომელიც შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმისთვის ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სპირულინა მოქნილს ხდის არტერიის კედლებს და არეგულირებს სისხლის წნევას და ცხიმის რაოდენობას.
8. დარიჩინი
ეს გემრიელი სუნელი სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს, ასუფთავებს არტერიებს და დაბინძურებისგანაც იცავს. დარიჩინი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, იცავს სისხლს გამჟავიანებისგან. დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი ყავაში, შვრიის ფაფაში ან სხვა კერძში და იყავით ჯანმრთელი!
9. შტოში
შტოში – ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრაა. შტოშის სუფთა წვენის რეგულარულად მიღების შემთხვევში 40%-ით ამცირებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკს.
10. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი კატეხინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ეს ნივთიერება აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის გადამუშავების დროს. სვით მწვანე ჩაი დღეში ორჯერ – და სისხლში ლიპიდენის დონე გაუმჯობესდება, შედეგად კი დაიწევს არტერიული დაბინძურების შანსი.
მწვანე ჩაი ასევე მეტაბოლიზმის ბუნებრივი იმპულსია, რაც გვეხმარება წონის დაკლებაში და ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვების შენარჩუნებაში.