თეგებით ძიება

წყალი 22 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ხვალ, 15 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონის N26 კორპუსის მიმდებარედ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან 16 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონი: ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრო რაიონს, მე-8 ლეგიონის, სამგორის, შუამთის 10-ის და ონაშვილის დასახლებებს. ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, იოზეფ მანდელშტამის, ხომლელის, წულუკიძის ქუჩისა და შესახვევების, ზანდუკელის, შანდორ პეტეფის, კუპრაძის, კვაჭანტირაძის, მაისურაძისა და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს. კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონისა და აეროდრომის დასახლების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა