თეგებით ძიება

როგორ მოვიქცეთ, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში არ მოვიმატოთ?

ნიკოტინი ამცირებს შიმშილის გრძნობას, ადამიანები იწყებენ მეტი ენერგიის დახარჯვას და წონაში კლებას.

ასეთ პროცესს პირობითად უწოდებენ "სწრაფ" მეტაბოლიზმს, მაგრამ სინამდვილეში ეს მარტივი ჯანმრთელობის ფორმულა ყველასთვის ხელმისაწვდომია მავნე ჩვევების გარეშე.

ყველა ადამიანს შეუძლია გაიუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა, ამისთვის არ არის აუცილებელი მოწევის თავის დანებება ან დაწყება. საკმარისია მეტი იმოძრაოთ (დღეში 60 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა გამოგადგებათ), მიირთვათ საკმარისი ბოსტნეული და ხილი და ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე რთულია მეტი ძილი.

მარტივი წესები დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში და დაკლებაშიც კი: დალიეთ მეტი წყალი, დაღეჭეთ საკვები ნელა და საფუძვლიანად, შეცვალეთ ტკბილი ფუნთუშა მთლიანი მარცვლეულის ტოსტით ავოკადოთი ან პომიდორით.

გამოიყენეთ საღეჭი რეზინი და უშაქრო ლოლიპოპები.

ხშირად მოწევა სამსახურში შესვენების, გარეთ გასვლის ან small-talk დაწყების საშუალებაა. შეგიძლიათ გარეთ გახვიდეთ ყავაზე ან იგივე საღეჭი რეზინისთვის, ესაუბროთ კოლეგას სიგარეტის გარეშე.

ლიფტით მგზავრობა ჩაანაცვლეთ კიბეებზე სიარულით, იკვებეთ რეგულარულად და მიიღეთ რთული ნახშირწყლების, მცენარეული ცხიმების, ხილისა და ბოსტნეულის საკმარისი რაოდენობა შიმშილის პერიოდების გარეშე. დიეტაში მარტივი ნახშირწყლების, ცხოველური ცხიმების, ალკოჰოლის შემცირება, ასევე ახალი ჰობი, დაგავიწყებთ სიგარეტზე ფიქრს, რაც მოწევაზე თავის დანებების წარმატების ფორმულაა.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა