თეგებით ძიება

„მოღალატე" ჰოროსკოპის ნიშნები

ასტროლოგიის მეშვეობით ყველაფრის ახსნაა შესაძლებელი – მამაკაცის ეროგენული ზონებიდან დაწყებული, ღალატის შესაძლებლობით დამთავრებული.

მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლულიყავით ასტროლოგიური თეორიით და ქალების პირადი გამოცდილებებითაც ვიხელმძღვანელეთ. მაშ ასე, კითხვაზე: "გღალატობდათ თუ არა მამაკაცი - ვერძი, კურო, ტყუპი და ა.შ." ქალები უპასუხებენ.

არასაპატიო პირველი ადგილი ჩემპიონატ "ყველაზე მოღალატეში" დაიკავეს სათნო, მოკრძალებულმა, რომანტიკულმა... კიბორჩხალებმა. ქალების 37%-მა აღნიშნა, რომ მათ ღალატობდნენ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები.

სამწუხაროდ, მოღალატე რომანტიკოსების სია ამით არ ამოიწურა. ქალების 36% აღიარებს, რომ მათ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა უღალატეს.

შემდეგი არასანდო ნიშანი - მშვილდოსანი აღმოჩნდა. მას ასევე ხმათა 36% ერგო წილად. ამ ნიშნისთვის - ღალატი ერთადერთი გზაა, თავი დააღწიოს მოწყენილობას.

შემდეგი და კიდევ 36% ხმის მფლობელი მოღალატე ნიშანია - მერწყული. მისთვის ღალატი ტრაგედია სულაც არ არის - ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ერთი ჭიქა წყლის დალევა, რადგან ფიზიკური სიახლოვე მერწყულისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სულიერი.

მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს - არსებობს ჰოროსკოპის ნიშნები, რომლის ქვეშ დაბადებული მამაკაცები საყვარელი ქალის ერთგულები არიან. ბერნარდ შოუ ამბობდა, რომ მამაკაცის ერთგულება ვეფხვის გალიას ჰგავს. შეეგებეთ მათ, ვისაც არ ეშინია იყოს სიყვარულის ტყვე!

ქალების 45% ამტკიცებს, რომ მათთვის არასოდეს უღალატიათ მორიელის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს.

46% -ისთვის ერთგულები დარჩნენ მამაკაცი-ლომები. ეჭვი გვაქვს, რომ ეს ისევ ქალების დამსახურებაა, რომლებიც მზად არიან, ითამაშონ ლომის წესებით - აქონ, ადიდონ პარტნიორი და დღე არ ჩააგდოს, რომ კომპლიმენტი არ უთხრან მის უდიდებულესობას.

მაგრამ ყველაზე ერთგული მაინც თხის რქა აღმოჩნდა! ქალების თითქმის ნახევარმა, 49%-მა აღნიშნა, რომ მათ უერთგულესი პარტნიორები ჰყავთ.

დაბოლოს, გამარჯვებული ნომინაციაში "ჰოროსკოპის ნიშანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია კონსპირაცია" - გახლავთ მამაკაცი-სასწორი და მამაკაცი-თევზები, რომელთაც ხმების 28% მიიღეს.

ეს ის შემთხვევაა, როცა გაურკვეველი დარჩა, ერთგულები არიან ისინი თუ, უბრალოდ, კარგად შენიღბულები...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა