გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.
ფინალური ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან დათმო. გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მედალი კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.