თეგებით ძიება

საქალაქო სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი პატიმრობაში დატოვა. სხდომა დღეს, 18 სექტემბერს გაიმართა. 

ბრალდებულის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ არსებობდა დანაშაულის გამეორების საფრთხე. 

სხდომაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრები წარადგინა. 

გუგეშაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ "გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და არა სასამართლომ". 

"რისკი... არავინ არ ვიცით, ხვალ რა იქნება. თქვენ იცით, ხვალ რა მოხდება? დარწმუნებული ხართ? [...] ჩვენ ვაღიარეთ აღნიშნული დანაშაული, მაგრამ მაშინ მეორეს გეუბნებით, ხვალ რა იქნება შეგიძლიათ მითხრათ? გუგეშაშვილი კიდევ ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს? დარწმუნებული ხართ?", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის, მომდევნო სხდომა საქალაქო სასამართლოში 27 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა