ენმ-ის ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძეს ხვალ გამოკითხავენ
ენმ-ის ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძეს ხვალ გამოკითხავენ. პარტიის ინფორმაციით, 6 სექტემბერს, 10:30 საათზე, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევა. გამოკითხვას დაესწრება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ. შსს-ში ამობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.