თეგებით ძიება
07. 09. 2024 ვიდეო

დაპირისპირება კუს ტბაზე - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი (ვიდეო)

გასულ ღამეს კუს ტბაზე ახალგაზრდა კაცი გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს, ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება კუს ტბის ტერიტორიაზე არსებულ კლუბ Monkey-სთან გვიან ღამით მოხდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. უცნობია დააკავა თუ არა თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა