თეგებით ძიება

ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო პროცესი კი 13 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ 4 სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც, მათივე მტკიცებით, მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ.

შსს-ში ამობენ, რომ დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელიც  იმავე საღამოს გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა